ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტზე თავდასხმის ფაქტი უარჰყო

ირანის სახელმწიფო მედიამ უარჰყო მანამდე გავრცელებული ცნობები პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადზე თავდასხმის შესახებ. ერთი ტელეარხის ცნობით ინფორმაცია ყალბი იყო, მეორე კი იტყობინება, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პეტარდა ააფეთქეს. მანამდე რამდენიმე არაბულმა მედია საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტის კორტეჟს ხელყუმბარა ესროლეს.