თვითმკვლელმა მაღალჩინოსანი პაკისტანელი პოლიციელი ააფეთქა

თვითმკვლელმა ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის პოლიციური ძალების ხელმძღვანელი მოკლა. მასთან ერთად დაიღუპა ორი პოლიციელი. ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თალიბანმა აიღო.