ამერიკელ კონგრესმენთა თანაშემწეები ჰანსიორგ ჰაბერს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

ამერიკელ კონგრესმენთა თანაშემწეები საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. დღესვე ამერიკული დელეგაციის წევრები წეროვანში, დევნილთა დასახლებაში და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში იმყოფებოდნენ.