რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურის - ეფესბეს - უფლებებს ზრდის. ადამიანის უფლებათა დამცველები ახალ კანონს აკრიტიკებენ - ამბობენ, რომ ის სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამავე დროს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას ამ ახალი კანონის შესახებ არც კი სმენია.
ახალი კანონი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი 29 ივლისს მოაწერა, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს დამატებით უფლებებს ანიჭებს. ეფესბეს ამიერიდან შეეძლება გაფრთხილება მისცეს პირებს, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება კრიმინალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
კანონპროექტის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ის რუსეთის პარლამენტმა ამ თვის დასაწისში მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ბევრად უფრო მეტ უფლებას ანიჭებდა უშიშროების ფედერალურ სამსახურს - ეფესბეს შეეძლო პოტენციური ეჭვმიტანილების თავისთან გამოძახება და ასევე მედიის საშუალებით გაფრთხილებების გამოქვეყნება.
თუმცა კრიტიკა არც კანონის ახალ ვარიანტს აკლია.
კრემლი აცხადებს, რომ კანონი დაეხმარება ექსტრემიზმთან ბრძოლაში. ასევე დაეხმარება მოქალაქეებს არ ჩაიდინონ საქციელი, რომელიც შეიძლება თავადაც არ იცოდნენ, რომ კანონსაწინააღმდეგოა - როგორიცაა, მაგალითად, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის მიღება.
ადამიანის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ კანონი ეფესბეს, რომელიც კაგებეს მემკვიდრე ორგანიზაცია გახლავთ, საბჭოთადროინდელ ძალაუფლებას უბრუნებს და საშუალებას აძლევს სურვილისამებრ დააშინოს ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპონენტები.
მიუხედავად ამისა, რუსების დიდ ნაწილს არც ახალი კანონის შესახებ აქვს ინფორმაცია და არც მისი შესაძლო შედეგები იცის. დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადამ“ 18-22 ივლისს ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 67 პროცენტს კანონის შესახებ არ სმენია. გამოკითხულთა მხოლოდ 3-მა პროცენტმა თქვა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს დებატებს კანონთან დაკავშირებით.
„ლევადას“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი ამბობს, რომ რუსები ეფესბეს უფლებებთან დაკავშირებით ორ თანაბარ ნაწილად არიან გაყოფილნი. ერთი ნაწილი უფლებების გაზრდის წინააღმდეგია, მეორე ნაწილი ამ ორგანოს სახელმწიფო ინტერესების საუკეთესო დამცველად მიიჩნევს.
უმეტეს შემთხვევაში მსგავსი დამოკიდებულება ჭარბობს იმ ხალხში, რომელსაც ნაკლები განათლება აქვს, რომელიც ცხოვრობს სოფლებში ან პატარა ქალაქებში, სადაც ინფორმაციას შეზღუდულად იღებს და, დიდწილად, დამოკიდებულია სახელმწიფო პროპაგანდაზე, პირველ რიგში, ტელევიზიაზე. ნეგატიურ დამოკიდებულებას კაგებეს და ფეესბეს მიმართ ავლენენ უფრო განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანები. მათ უჩნდებათ ასოციაციები მასობრივ რეპრესიებთან, ტერორთან, დახვრეტებთან, დისიდენტების, სხვაგვარად მოაზროვნეების დევნასთან.
ფედერალური უშიშროების სამსახური, რომელიც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობისას გაძლიერდა, ბოლო წლებში ცდილობს საზოგადოებას დაანახვოს თავი როგორც ბარიერმა, რომელიც საზოგადოებას ტერორიზმის მზარდი საფრთხისგან იცავს.
თუმცა ეფესბეს ყველა ასე არ ხედავს. ფსკოვის ქუჩებში გამოკითხულთა აზრი უშიშროების სამსახურის შესახებ გაიყო:
"მათ ძალიან შეშფოთებით ვუყურებ. მე ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ რუსეთი დღეს ჩეკისტების ანკესზეა წამოგებული."
"ეს საზიზღრობაა. ჩვენ ხომ ეს უკვე გამოვიარეთ 90-იან და 80-იან წლებში. მაშინ მთელი სამოქალაქო საზოგადოება კაგებეს ზეწოლის ქვეშ იყო, დღეს კი იმავე მახეში ვართ გაბმული."
"უშიშროების ორგანოებთან შეხება არ მქონია, მაგრამ მგონია, რომ ისინი ეფექტიანად მუშაობენ. ტელევიზიით მუდმივად აცხადებენ, რომ აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმა, რომ საზღვარზე დააკავეს დამრღვევები... ჩვენ წყნარად ვცხოვრობთ."
"ჩვენ უსაფრთხოდ ვცხოვრობთ და არც კი ვიცით იმ პოტენციური საფრთხეების შესახებ, იმ ჯაშუშობის შესახებ, რასაც დასავლური სახელმწიფოები ნამდვილად გეგმავენ ჩვენს წინააღმდეგ. ეს, ალბათ, ორგანოების დიდი დამსახურებაა."