ჯუზეპე ვერდის ცხოვრებაში ყველაფერი მოხდა, გეგონება განგების ძალით, რომ კომპოზიტორი არ გამხდარიყო ეს ადამიანი. მისი ცხოვრების ახალგაზრდული პერიოდი - ესაა მუდმივი მტკიცება სხვებისთვის, საკუთარი თავისთვის და ბედისწერისთვის, ვერდის შემთხვევაში იმ მარტივი ჭეშმარიტებისა, რომ ის მუსიკის შექმნისთვის არის დაბადებული. ჯერ იყო და მილანის კონსერვატორიაში არ მიიღეს - მელოდისტის ნიჭი არა გაქვსო! - და კინაღამ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს სრულიად ახალგაზრდა კაცი (თუმცა, უკვე სიბერეში სწორედ მილანის კონსერვატორიის პროფესორებმა სთხოვეს, რომ ამ სასწავლებლისთვის მისივე სახელი ეწოდებინათ და ბოლოს უწოდეს კიდეც). მერე კი, როცა კომიკური ოპერის - „მეფე ერთი დღით“ - წერის დროს, ცოლი და ორივე შვილი ტიფით მოუკვდა, ხოლო ტანჯვით დაწერილმა სასაცილო ოპერამ „ლა სკალაში“ ფიასკო განიცადა, თვითმკვლელობის პირას მისულმა კომპოზიტორმა თავის თავს შეჰფიცა, რომ ერთ ნოტსაც აღარ დაწერდა თავის ცხოვრებაში.
ოპერა „ნაბუქო“ ორმაგად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ერთი მხრივ, ამ ნაწარმოებმა ჯუზეპე ვერდი, კონკრეტული ადამიანი, იხსნა სასოწარკვეთილებისგან, შეიძლება ითქვას, სიკვდილისგანაც კი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ოპერამ დიდი კომპოზიტორი შეუნარჩუნა კაცობრიობას.
ორი სიტყვით გიამბობთ „ნაბუქოს“ შექმნის ამბავს: „ლა სკალას“ იმპრესარიო მერელიმ დეპრესიულ ვერდის პრაქტიკულად ძალით შეაჩეჩა იტალიელი პოეტის, თემისტოკლე სოლერას ლიბრეტო „ნაბუქოდონოსორი“. ვერდის სწორედ ამ მერელისთვის დაეწერა მანამდე თავისი პირველი ორი ოპერა. თუმცა, მიუხედავად იმპრესარიოს დაჟინებისა, ვერდი ჯიუტად ერთგულებდა თავის ფიცს - მას აღარ უნდა დაეწერა მუსიკა. ვერდი თავადვე იხსენებს თავის წერილებში, თუ როგორ ჩაუტენა მერელიმ ლაბადის ჯიბეში ლიბრეტოს ტექსტი. ვერდი ასეც წერს: „ვიფიქრე, წავიღებდი და ორ დღეში უკან მოვუტანდი, გადახედვასაც არ ვაპირებდი. მივბრუნდი ჩემს მარტოობის კელიაში და სოლერას ლიბრეტო სწრაფად, თითქმის აგრესიულად მოვისროლე მაგიდისკენ. ცოტა ხანში კი, არ ვიცი რა ძალამ, რაღაც ინსტინქტმა მიმაბრუნა მაგიდასთან. ხელნაწერი ერთ-ერთ გვერდზე გადაშლილიყო, ჩემი ყურადღება კი ამ სიტყვებმა მიიპყრეს: ‘გაფრინდი ჩემო ოცნებავ...’ (va, pensiero, sull'ali dorate). ეს გახლდათ ებრაელ დევნილთა ქოროს ლოცვის ტექსტი. და სწორედ იმ წამს შემომესმა ამ გუნდის მელოდიაც.“
მიუხედავად იმისა, რომ ვერდიმ - თუკი მისივე სიტყვებს ვენდობით - ცხადად გაიგონა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მელოდია, მაინც არ მოინდომა ამ ოპერის დაწერა. და რომ არა „ლა სკალას“ იმპრესარიოს, შეიძლება ითქვას, ძალადობრივი ზეწოლა, ვერდი, ალბათ, არც დაწერდა არათუ მხოლოდ „ნაბუქოს“, არამედ არც „ერნანის“, არც „ტრავიატას“, არც „რიგოლეტოს“, არც „რექვიემს“, არც „აიდასა“ და არც „ოტელოს“!
არც მახსოვს, როგორ დავიწყე წერა. ერთ დღეს ერთი ფრაზა, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს არია, მეოთხე დღეს - ანსამბლი და ბოლოს ოპერაც შეიქმნა.“ ვერდი ბევრად უფრო სწრაფად დაწერდა ამ ოპერას, რომ არა ლიბრეტისტის სიზარმაცე. მას თითქმის არაფრის შეცვლა არ უნდოდა. საბოლოოდ კომპოზიტორმა იგივე მოიმოქმედა, რასაც თავად მას უკეთებდა „ლა სკალას“ იმპრესარიო - ლიბრეტისტი ოთახში გამოკეტა და მანამ არ გამოუშვა იქიდან, სანამ პოეტმა მისთვის საჭირო ტექსტი არ შექმნა.
ნაბუქოდონოსორის ამბოხებული ქალიშვილის, აბიგაილის ვოკალური პარტია ერთ-ერთ ყველაზე რთულ პარტიად ითვლება სოპრანოების რეპერტუარში. ზევითა, მკვეთრი და ხისტი ბგერები საშინელი სისწრაფით ენაცვლება ქვედა, თითქმის კონტრალტოსებურ ნოტებს. სწორედ ეს პარტია, აბიგაილისა, შეასრულა ვერდის მომავალმა მეუღლემ, ჯუზეპინა სტრეპონიმ და, სამწუხაროდ, თავისი კარიერაც შესწირა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯუზეპინა სტრეპონის თბილისის ოპერის სცენაზეც კი აქვს ნამღერი. მაგრამ ხმასთან ერთად პეპინას ყველაფერი არ დაუკარგავს - მან ვერდი მოიპოვა!