ისრაელის თავდაცვის მინისტრი ლიბანზე თავდასხმით იმუქრება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ისრაელი პირდაპირ მიზანში ამოიღებს ლიბანის უწყებებს, თუკი ჰეზბოლას დაჯგუფება ისრაელის ქალაქს დაუშენს რაკეტებს. ბარაკი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, რის შემდეგაც ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა აღარ მოითმენს ჰეზბოლას თავდასხმებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ კროულის კომენტარი ეჰუდ ბარაკის განცხადებაზე იყო, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა ”რაკეტების ხილვას შტატებს ურჩევნია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწმე გახდეს”.