ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს შემოიღებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კლინტონმა ახალ სანქციებზე ისაუბრა სამხრეთ კორეაში უმაღლეს დონეზე გამართული მოლაპარაკების შემდეგ. მოლაპარაკება რამდენიმე დღით უსწრებს ამერიკა-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნების დაწყებას. კლინტონი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან ერთად იმყოფება სამხრეთ კორეაში, ამ ქვეყნის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით. ვიზიტის ფონია ორ კორეას შორის დაძაბულობა, რომელიც მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვამ და 46 მეზღვაურის დაღუპვამ გამოიწვია. საერთაშორისო გამოძიებამ როგორც დაადგინა, გემი ჩრდილოეთ კორეის ტორპედომ ჩაძირა. მაგრამ ფხენიანი უარყოფს ამ ბრალდებას. კლინტონის განცხადებით, ახალი სანქცები ჩრდილოეთ კორეის ლიდერების საბანკო ანგარიშების წინააღმდეგ მიმართულ ზომებსაც ითვალისწინებს. დღესვე კლინტონი და გეიტსი მისული იყვნენ დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ორ კორეას ჰყოფს.