ირანში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

სამშაბათს ირანის სამხრეთში, ფარსის პროვინციაში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. დაშავდა სულ ცოტა 15 ადამიანი. თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრას 3,5-5,2 ბალის სიმძლავრის შედარებით სუსტი ბიძგები მოჰყვა.