მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯები ქილისის, ანუ ეკლესიის, აშენებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეკლესიის აშენება ისეთ სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელია. ისინი წინაპრების სარწმუნოებასა და თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ მამაპაპისეული მრწამსის გამო ქრისტიანული სალოცავები მათ ტერიტორიაზეც უნდა ფუნქციონირებდეს.
"მე ერთი რამ ვერ გავიგე, უნდა ვთქვა, იუსუფელში სამი სოფელია ქართული – ბალხი, ხევაი და ქობაი; აქ ქილისა (ეკლესია) არ არის, პარხალში და დოლში (დოლისყანა) ქილისა არის, აქ არ არის. რაზე არ არის? იქ ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, აქ კი ვართ და მე ეს ვერ გავიგე", - კითხულობს ჰილალ ჰათიჯე (გუნდარიძე).
"ჩვენ მუსლიმანები ვართ და იმისთვინ ქილისა არ არის, გეიგე?" - პასუხობს მუჰამედ ბათმაზი, იგივე კლდიაშვილი.
"მუსულმან იყავ და ქილისა იყვეს კიდევა. ქუფეები გაუყიდია და დილაზიკები გოუყიდია და ჩვენი რუ გოუკეთებია თამარას."
საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის - ოშკის, ხანძთისა და იშხნის - რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთმა მოითხოვა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამესა და ახალციხეში არსებული მეჩეთის აღდგენა. რესტავრატორ რამაზ კორშიას მიაჩნია, რომ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების აღსადგენად თბილისს საუკეთესო შანსი ეძლევა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს უძველესი ისტორიის ნაწილი განადგურების პირასაა:
"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანძთაა. შარშანწინ ჩამოიქცა გუმბათი, დიდთოვლიანობა იყო და თუ ეს დროზე არ გამაგრდება, ზედა ნაწილი შეიძლება სულ ჩამოიშალოს. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია."
ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრების სავალალო მდგომარეობაზე ისტორიკოსებიც საუბრობენ. მათი თქმით, ქრისტიანული სალოცავების ნაწილი დროთა განმავლობაში მეჩეთად იქცა და ასეთ ტაძრებზე მხოლოდ რამდენიმე ქართული წარწერაღა იკითხება, ისიც ისეთ ადგილებზე, სადაც ადამიანის ხელი ვერ წვდება, – განმარტავს ისტორიკოსი ელვარდ ზაზაძე:
"პარხლის მეათე საუკუნის 60-იანი წლებია შემორჩენილი უკეთესად იქიდან გამომდინარე, რომ მე-16 საუკუნეში უკვე გადაკეთებულია მეჩეთად, ქრისტიანული კვალი აღარ ჩანს, იმიტომ რომ გადათეთრებულია და გადათეთრების ქვეშაც შეიმჩნევა ბათქაშის ხელოვნურად გაფუჭებისა და მორღვევის კვალი. კიდევ მადლობა ღმერთს, რომ ის რამდენიმე წარწერა, რომელიც სარკმლის თავებზეა შემორჩენილი, ჯერ კიდევ არის და ჯერ კიდევ იკითხება."
ახალციხის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ნატო ყრუაშვილის აზრით, საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო ხანს გააქტიურებულმა დიპლომატიურმა ურთიერთობებმა შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს. მისი თქმით, საკითხის დროული გადაწყვეტა აუცილებელია, რათა ძეგლები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო, არ ჩამოინგრეს:
"მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი მოლაპარაკებაა, თუკი ყველაფერი კარგად იქნება გათვლილი. ეს აუცილებელიც არის და საშურიც, იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, ამ ძეგლებმა საუკენეებს გაუძლო, გადის პერიოდი და თანდათან უფრო ნადგურდება და იმას, რომ ხვალ და ზეგ საერთოდ აღარ იყოს და მოისპოს კვალი, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი პოლიტიკაა, ძალიან კარგი მიგნებაა, თუ ამ გზით მაინც მოხერხდება ამ ძეგლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. რესტავრაცია უნდა მოხდეს ამ ეკლესიების, მაგრამ ის, რომ თურქული მხარე ითხოვს თავისი სალოცავების განახლებას და, მით უმეტეს, აშენებას, ასე მგონია, რომ ამ მხრივ თანაბარ სიტუაციაში ნამდვილად არ ვიმყოფებით ქართველები და თურქები."
თურქეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, წარმომავლობით ქართველი ფარუკ ჩელიკი (ჯაჭვლიანი) აცხადებს, რომ არსებული საკითხის ირგვლივ ორივე ქვეყნის პირველ პირებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და პრობლემის გადაჭრის გზებზეც მუშაობა მიმდინარეობს:
"სააკაშვილი და ჩვენი რეჯეფ ერდოანი კარგად ლაპარაკობენ. ჩვენ ქართველებთან პრობლემა არ გვაქვს. ბათუმში სალოცავი ადგილები უნდა აშენდეს, აქ ქილისები უნდა აშენდეს, ტიფლისიდან აქ უნდა მოვიდნენ ქილისებში და ჩვენც იქ უნდა შევიდეთ სალოცავში. აქ ქილისები ჩამონგრეულია, იქ ქილისები დანგრეულია. თურქეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ქილისებს მაინც ვაშენებთ და გავაშენოთ ერთად."
ისევე როგორც აჭარაში, მეჩეთი სამცხე-ჯავახეთშიც ბევრია. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოთხოვნილი სალოცავების ნაცვლად სხვა კულტურული ძეგლების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თურქეთის მხარეს კონკრეტული მოთხოვნა აქვს. ექსპერტი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ თურქეთის მიერ ამ საკითხით სპეკულირება სწორი არ არის. ექსპერტი ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს ქართული საზოგადოების ინტერესების დასაცავად.
"აქ საუბარი რომ იყოს არსებული ძეგლების რესტავრაციაზე, კიდევ შეიძლება ეფიქრა ადამიანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ აშენდეს ბათუმში ის მეჩეთი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია არ არსებობს; თან აშენდეს იმ ადგილას, სადაც მჭიდროდ სახლობს მოსახლეობა და ეს არა მარტო კულტურულ, ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას წარმოშობს. ტაო-კლარჯეთი, ერთ დროს რომ საქართველოს ნაწილი იყო, და იქ ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომლებიც დღეს მეზობელი ქვეყნების იურისდიქციაშია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმათი მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ჩვენ სხვა გარიგებას მოგვაწერინონ ხელი", ამბობს ქუცნაშვილი.
ახალციხელების აზრი საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშანია, ნაწილს კი თურქეთის მოთხოვნა უსამართლოდ მიაჩნია.
"ის ჩვენი იყო, ჩვენი მიწა იყო და ჩვენი მამაპაპეულია და ჩვენი კულტურის ძეგლებია. აქამდე არ ყოფილა, ალბათ, ასეთი რამ საჭირო და რახან ახლა ჩვენ მოვითხოვეთ, რომ იქ ინგრევა და იმ ჩვენებს ვუშველოთ, ამის გამო იმათაც სამაგიეროსავით რაღაც საკითხი დააყენეს, მაგრამ მე მგონია, რომ არ არის ეს მართალი", ამბობს ჩვენი ახალციხელი რესპონდენტი, მისი თანაქალაქელი კი გვეუბნება: "ურთიერთობას ქვეყნებს შორის, მით უმეტეს, მეზობელ ქვეყნებს შორის კანონიერი ძალა უნდა მიეცეს, ამიტომ ხომ უნდა გაფორმდეს რაღაც საბუთებია თუ ქაღალდებია, ეგეც იმისთვის, რომ აღსდგეს ჩვენი ტაძრები."
თურქეთის მხარე ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული გაცვლითი პროგრამები ხელს შეუწყობს საკითხის სწრაფად მოგვარებას. მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებს შორის მეოთხე წელია, მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები არ შეცვლილა.