ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფაში, სულ ცოტა, 55 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის აღმოსავლეთში სარკინიგზო კატასტროფაში დაიღუპა, სულ ცოტა, 55 და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. შემთხვევა მოხდა დღეს დილით, დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ საინთიაში - ჩქარი სამგზავრო მატარებელი სადგურში მდგარ შემადგენლობას შეეჯახა. კატასტროფის მიზეზი უცნობია.