ირანი დასავლეთსა და ისრაელს უყენებს ბრალდებას ხუთშაბათს მეჩეთთან მოწყობილი აფეთქებების გამო

ირანი დასავლეთსა და ისრაელს აკისრებს პასუხისმგებლობას თვითმკვლელების მიერ მოწყობილ ორ აფეთქებაზე, რომლებმაც ხუთშაბათს, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია სისტან-ბალუჩისტანში. დაიჭრა 160-ზე მეტი ადამიანი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ასეთი ბრალდება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი აბდოლაჰიმ გამოთქვა. ბრალდება გამოითქვა მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს მეჩეთთან მოწყობილი აფეთქებები დაგმეს ევროკავშირმა, გაერომ და აშშ-მა. ირანის პოლიციის ცნობით, 40 პირი დააპატიმრეს აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე .