ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრები ყაზახეთში იკრიბებიან

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრები ყაზახეთის დედაქალაქში, ალმა-ატაში ორდღიან არაოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი აბდრახმანოვი აცხადებს, შეხვედრების ძირითადი თემები როგორც ევროპისა და ევრაზიის უსაფრთხოების საკითხები ასევე სამხრეთ ყირგიზეთსა და ავღანეთში არსებული სიტუაცია იქნება.