"ბიტლზის" წევრი, რომელსაც სათანადოდ ვერასოდეს აფასებდნენ

რინგო სტარი, "ბიტლზის" დრამერი

რინგო სტარი 70 წლის გახდა. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჯგუფის დრამერი მსოფლიოში საუკეთესო, ტექნიკური თვალსაზრისით, ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ამბობენ, რომ რინგომ მუსიკაში ახალი პარადიგმა შექმნა. მანამდე ითვლებოდა, რომ დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ტექნიკური ვირტუოზი და კარგი სოლო შემსრულებელი. ბითლზის პოპულარობამ კი თავად მუსიკოსებსაც და მსენელებსაც აჩვენა, რომ დრამერი შეიძლებოდა ყოფილიყო კომპოზიციის შექმნის სრულუფლებიანი მონაწილე.