მაია მიმინოშვილი: ეროვნული გამოცდების შედეგები, შესაძლოა, ივლისის ბოლოს გამოქვეყნდეს

მაია მიმინოშვილი

საერთო ეროვნული გამოცდები, რომელიც წელს მეექვსედ ტარდება, ფინალისკენ მიდის. წელს გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რომლებიც ერთმანეთს 33 ათას თავისუფალ ადგილს ეცილებიან. შეიცვალა თანადაფინანსების სისტემა და ამოქმედდა ახალი პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის. ამ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეროვნული გამოცდები, რადიო თავისუფლება ესაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს.