ბრიტანეთი აპირებს თავისი სამხედრო ქვედანაყოფი გაიყვანოს ავღანეთის ყველაზე სისხლიმსღვრელი რაიონიდან, სადაც 100-მდე ჯარისკაცი დაეღუპა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა დღეს განაცხადა. ბრიტანეთის 1000 კაციანი ქვედანაყოფი ჰელმანდის პროვინციას წლის ბოლომდე დატოვებს, მათ ნაცვლად კი ავღანეთის ყველაზე სახიფათო რაიონზე პასუხისმგებლობას ამერიკის კონტინგენტი აიღებს, რომლის საერთო რაოდენობა ჰელმანდის პროვინციაში 20 ათასს აღწევს.
საუბარია ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონზე, საიდანაც, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრიტანული ათასკაციანი ქვედანაყოფის გაყვანა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ბრიტანეთის სამხედრო ძალებს, რომელთა დანაკარგი ავღანეთის 9 წლიან ოპერაციაში 312 ჯარისკაცია, სანგინის რაიონში 99 ჯარისკაცი დაეღუპათ. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა პარლამენტს უთხრა, რომ ბრიტანული სამხედრო კონტინგენტი ჰელმანდის პროვინციაში „ცუდად იყო განლაგებული“ იმისათვის, რომ ეფექტურად ეწარმოებინა მეამბოხეთა საწინააღმდეგო სწავლებები. თუმცა სანგინიდან კონტინგენტის გაყვანა ისეთნაირად წარმოჩნდა, თითქოს ეს იყო ნატოს ძალების გადაჯგუფების შემადგენელი ნაწილი:
„საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაცია ავღანეთში (ISAF) მიზნად ისახავს ძალების რესტრუქტურიზაციას ფარაჰისა და ნემეროუზის პროვინციებში და მათ შერწყამს ჩრდილოეთ ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ შეერთებული შტატების ბრიგადასთან, რომელიც წლის ბოლოსთვის პასუხისმგებლობას აიღებს სანგინის უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ეს კი უფრო გაამარტივებს მართვის ზომებს და დაეხმარება ბრიტანეთის ძალებს მოახდინონ წარმატებული გადაჯგუფება ცენტრალური ჰელმანდის მთავარ რაიონებში. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ ოპერაციის მოქმედების თეატრს სარეზერვო ბატალიონები.“
ბრიტანული ჯარის გაყვანა ჰელმანდის პროვინციიდან, ლიამ ფოქსის თქმით, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროვინციაში შეერთებული შტატების დამატებითი, 18 ათასიკაციანი, სამხედრო საზღვაო ძალების კონტინგენტი განლაგდა. თავად დიდ ბრიტანეთს, რომელიც დაჯგუფების სიდიდით მეორეა ავღანეთში შეერთებული შტატების შემდეგ, ჰელმანდის პროვინციაში 8 ათასკაციანი ქვედანაყოფი ჰყავს. ბრიტანელი სამხედრო სარდლობა სანგინის რაიონს ახასიათებს როგორც ყველაზე უფრო პრობლემურ რაიონს ბრიტანული ქვედანაყოფებისათვის. სწორედ ეს რაიონი წარმოადგენს ოპიუმის ვაჭრობის ცენტრს, ბრიტანეთის დაზვერვა კი ვერ ახერხებდა ადგილობრივ თემურ სტრუქტურებში შეღწევას.
სანგინში ბრიტანული ქვედანაყოფის დარჩენას სკეპტიკურად უყურებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომელიც აცხადებდა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დიდი მსხვერპლი ავღანეთში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოების უნდობლობას გაზრდიდა.
თუმცა პრემიერ-მინისტრის ოფისიდან გამოსული მინისტრი ლიამ ფოქსი დაჟინებით იმეორებდა, რომ ბრიტანული კონტინგენტის საქმიანობას სანგინში უკვალოდ არ ჩაუვლია:
„სანგინში დიდი ბრიტანეთის ძალებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს იქ არსებული სიძნელეების წინააღმდეგ ბრძოლაში. რაიონის ცენტრი ტრანსფორმირდა. ჰელმანდი, მთლიანობაში, უფრო უხიფათოა, ჩვენი ძალისხმევისა და გაღებული მსხვერპლის შედეგად.“
დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილმა გენერალური შტაბის უფროსმა რიჩარდ დანატმა, რომელიც დევიდ კამერონის მრჩეველია სამხედრო საკითხებში, ამას წინათ განაცხადა, ბრიტანელი ჯარისკაცები სანგინში მეამბოხეებს ისე იზიდავენ, როგორც „თაფლი ბუზსო“ და ისიც ივარაუდა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცების მსხვერპლი 400 კაცამდე გაიზრდებოდა. შესაბამისად, ზოგიერთი ექსპერტი ბრიტანეთში გამოთქვამს შიშს, რომ ბრიტანული ქვედანაყოფების გაყვანას თალიბები უკანდახევად აღიქვამენ და მას პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენებენ. თუმცა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა დევიდ კამერონთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ უკან დახევას არავინ აპირებს და ბრიტანეთის არმია ავღანეთში 2015 წლამდე დარჩება.