საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის თემა უკვე მერამდენედ მწვავდება. მორიგი ტალღა მოჰყვა კანონპროექტს ”სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო. მართალია, კანონპროექტის მეორე მოსმენა მოულოდნელად გაურკვეველი ვადით გადაიდო, მაგრამ აღებული ტაიმაუტი სულაც არ ამშვიდებს ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილების მიღმა რუსეთისგან მომავალ საფრთხეს და ხელისუფლების ბუნდოვან გეგმებს ხედავენ. ეჭვები და ვარაუდები 6 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც უხვად გამოითქვა და ეს პროცესი გრძელდება. რატომ არ ითვალისწინებს საქართველო მისთვის შეერთებული შტატების მიერ არაერთხელ მიცემულ რჩევას და არ იჩენს სიფრთხილეს?
მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივასთან დაკავშირებით მორიგი მითქმა-მოთქმა ივნისის ბოლოს გამწვავდა. 2 ივლისს კი, პარლამენტის ტრიბუნაზე მდგარმა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებისა და საზოგადოების დამშვიდება საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების პერსპექტივით სცადა:
”არ ვაპირებთ გაზსადენის პრივატიზაციას არც ერთ ვარიანტში... დღეს არსებული გაზის ინფრასტრუქტურის საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. 51% ყოველთვის იქნება სახელმწიფოს ხელში. იდეა არის რეალურად, ამას განვიხილავთ და ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რომ 10-5-15 პროცენტი განთავსებული იყოს ლონდონის ბირჟაზე, რაც კარგი იქნება როგორც მენეჯმენტისთვის, ასევე საერთაშორისო იმიჯისთვის, ასევე საერთოდ საინვესტიციო გარემოსთვის იქნება ძალიან პოზიტიური. ამას განვიხილავთ, მაგრამ ეს წელს ვერ მოხდება, მომავალ წელსაც ვერ მოხდება... ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება.”
6 ივლისს კი საზოგადოებამ გაარკვია, რომ ხელისუფლებაში ყველა როდი იზიარებს ნიკა გილაურის მიერ თეორიულად დაწესებულ 51%-იან ზღვარს. პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მაგალითად, ლაშა თორდიას, პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთ ინიციატორს. 6 ივლისის სხდომაზე თორდია გულმოდგინედ იცავდა აზრს, რომ მაგისტრალური მილსადენი არასაპრივატიზაციო ობიქტების სიიდან უნდა ამოღებულიყო:
”მე ვთვლი, რომ ამ ტიპის ობიექტები შესაძლებელია იყოს პრივატიზებული, მათ შორის - მთლიანი პაკეტითაც... თუმცა პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 51% ამ შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო დანარჩენი შესაძლებელია იყოს როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე კერძო საკუთრებაში... ეს არის განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული, რადგანაც შემდგომში მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეგ ცალკე თემა იყოს...”
ლაშა თორდიას მიერ მარტივად ახსნილი საკითხი არც ისე მარტივად და უწყინრად გამოიყურება მისი ოპონენტებისთვის. საპარლამენტო ოპოზიცია 6 ივლისს ამაოდ ცდილობდა დაეყოლიებინა უმრავლესობა და კანონპროექტში გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გასხვისებისგან დაცვის დებულება შეეტანა. ოპოზიცია სხდომაზე ასევე აქტიურად ცდილობდა შეეხსენებინა უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის, რომ როდესაც გაზსადენის გასხვისების თემა იხილება, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ობიექტისადმი რუსეთის მრავალწლიანი ინტერესის ფაქტორი - რუსეთისა, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური მიზნებითა და სადამსჯელო ბერკეტის სახით უკვე კარგა ხანია იყენებს. ამ ყველაფრის სხვადასხვა ფორმით განმარტება 6 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე, არაერთხელ სცადა, მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ. ერთ-ერთ გამოსვლაში მან ”ვაჭრობასთან” დაკავშირებული ეჭვიც აშკარად გამოთქვა:
”მე მახსოვს, თავის დროზე რკინიგზა იყო ამოღებული საპრივატიზაციო სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან და მე მახსოვს, როგორ დაიწყო რკინიგზაზე ვაჭრობა ზოგიერთ, ასე ვთქვათ, თქვენთვის მაშინდელ პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებთან... მე მეშინია, რომ დღეს იგივე არ განმეორდეს და გაზსადენით არ დაიწყოთ ვიღაცებთან ვაჭრობა... და მე მეშინია კიდევ უარესის, რომ თქვენ არ მოახდინოთ სრული კაპიტულაცია. იმიტომ რომ დღეს აფხაზეთსა და ცხინვალზე მეტად, როგორც ტერიტორიები, დღეს რუსეთს ეს გაზსადენი აინტერესებს. ”
როდესაც მაგისტრალური გაზსადენის ხელში ჩაგდების კრემლისეულ ოცნებაზე ლაპარაკობენ, ხაზი ყოველთვის ესმება იმ გარემოებასაც, რომ ამ მიზნის მიღწევა რუსეთს მხოლოდ საქართველოს დასაჩოქებლად არ სურს. ამით ის ცდილობს მოახერხოს კიდევ უფრო დაახლოება ირანთან და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ესოდენ საფრთხილო ალიანსი შექმნას. ამასთან მოსკოვს მიეცემა ბერკეტები, რომ ნებისმიერ დროს ჩაკეტოს ცენტრალური აზიის ენერგეტიკული ბაზრები დასავლეთისთვის. ამ ყველაფრის შედეგად კი, ანალიტიკოსების აზრით, თუკი მაგისტრალურ გაზსადენს დათმობს, შესაძლოა დასავლეთის ინტერესები საქართველოს მისამართით, უბრალოდ, ნულს გაუტოლდეს.
6 ივლისს ოპოზიციონერი კოლეგების დაშოშმინება რომის იმპერიის პრაქტიკით სცადა უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის არსებული ზღვარის ურყეობაზე აკეთებდა აქცენტს. მან თქვა, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის და რომ თუკი ესა თუ ის ეკონომიკური პროექტი არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია:
”როგორც ერთი ცნობილი ძველი რომაელი იმპერატორი იძახდა, რაც არ უნდა ცინიკურად მოგეჩვენოთ, ”ფულს სუნი არ უდის” და ეს ფული გადასახადების სახით გამოყენებული იქნება, თუნდაც რუსული იყოს, ნაწილობრივ, ეს ფული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ქართული სოციალური პროგრამებისთვის...”
რომის იმპერატორ ვესპასიანეს სიტყვების გარდა, დავით დარჩიაშვილმა 6 ივლისს თავის გამოსვლაში გია ხუხაშვილიც გაიხსენა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტი უსაფუძვლო კრიტიკაში დაადანაშაულა. თუმცა გია ხუხაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ხშირად ამახვილებს ყურადღებას სიფრთხილეზე, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისებისას მართებს. თავის მხრივ, ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შეახსენა დარჩიაშვილს, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და რომ გავლენის სფეროების მოსაპოვებლად და პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ამჟამად ხშირად სწორედ ენერგეტიკა გამოიყენება:
”მე არ ვიცი როგორი ისტორიკოსია დარჩიაშვილი და რომის ისტორია როგორ იცის... მაგრამ რომის იმპერიაშიც კი, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკური საკითხები პოლიტიკის წარმოებისთვის ან იმავე ომების წარმოებისთვის ხშირ შემთხვევაში ხდებოდა გადამწყვეტი. აქედან გამომდინარე, დარჩიაშვილის როტორიკა საფუძველს მოკლებულია...”
თავისთავად, გია ხუხაშვილი მაგისტრალური გაზსადენის გარკვეული წილის გასხვისების წინააღმდეგი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ კერძო კაპიტალი უკეთ მუშაობს. მაგრამ ის, უბრალოდ, სასიცოცხლო აუცილებლობად მიიჩნევს იმას, რომ მაგისტრალური გაზსადენის შემთხვევაში სახელმწიფომ საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნოს.
აქვე გავიხსენოთ, რომ გაზსადენის გასხვისებასთან დაკავშირებულ სიფრთხილეს საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული შეახსენებდა ამერიკის შეერთებული შტატები. პიკი კი 2005 წელს იყო, როდესაც დღის წესრიგში დადგა მაგისტრალური გაზსადენის რუსული გაზპრომისთვის მიყიდვის საკითხი. საზოგადოებას კარგად ახსოვს იმხანად სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მოწოდება, რომ ყველაფერი უნდა გაყიდულიყო, სინდისისა და სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა. მაშინ მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პროცესი შეერთებული შტატების აქტიური ჩარევის შედეგად შეჩერდა. საზოგადოებას კარგად ახსოვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის სტივენ მანის ხმაურიანი ვიზიტი საქართველოში.
რა შეიცვალა მას შემდეგ? ოპონენტებს აინტერესებთ - რატომ აღარ ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის პოზიციას? ფაქტია, რომ პარლამენტში სადავო კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცეს მეორე დღესვე, როგორც კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისი დატოვა.
თუმცა დამატებითი შეკითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტმა, მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ბევრისთვის მოულოდნელად გადადო. აღმასრულებელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საკითხი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტორებიდან გამომდინარე, დამატებით განხილვას საჭიროებს. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა ოპონენტების მტკიცე წინააღმდეგობამ დაამუხრუჭა, თუმცა ისინი არც ვაშინგტონის ფაქტორს გამორიცხავენ.