დემოკრატიას მსოფლიოში პრობლემები აქვს. ჰილარი კლინტონის ტურნე კი სწორედ მსოფლიო დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად - წერდა დასავლური პრესა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ხუთდღიან ვიზიტზე ხუთ ქვეყანაში. რამ გამოიწვია, დასავლური მედიის აზრით, ამ ტურნეს საჭიროება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას კერძოდ საქართველოსთვის?
„დემოკრატიის ხელშეწყობას მსოფლიოში უსამართლოდ გაუტყდა სახელი“, - წერს „ვაშინგტონ პოსტის“ სვეტში ენ ეპელბაუმი. მისი აზრით, ამაში დამნაშავე ერაყის ომია, რომელიც მსოფლიოს „დემოკრატიისთვის ომის“ სახელით დაამახსოვრდა. იმ ფაქტს, რომ ერაყი ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად ვერ გადაიქცა, ზოგი იმის არგუმენტად იშველიებს, თუ რატომ არ არის საჭირო სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხელშეწყობაო, - წერს ეპელბაუმი და ამატებს: მართალია, ხშირად დემოკრატიის მხარდაჭერის მცდელობები უშედეგოდ მთავრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე ხდებაო.
„ამერიკას შეუძლია გააგრძელოს ტრენინგის პროგრამების დაფინანსება, რადიო სადგურების დაფინანსება (ეპელბაუმი რამდენჯერმე რადიო თავისუფლებასაც ახსენებს) და მათ მომავალში შესაძლოა ნაყოფიც გამოიღონ. ამას გარდა, იმ დონის დახმარებაც კი საჭიროა, რომ ვინმემ დროდადრო განაცხადოს, რომ ის, დემოკრატია, აუცილებელია“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“ და დასძენს: „ჰილარი კლინტონმა სწორედ ეს გააკეთა და საერთაშორისო აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. იმედია, ის ტაშს სახლშიც მიიღებსო“.
რაც შეეხება უშუალოდ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ტურნეს, განსაკუთრებით კი საქართველოში ვიზიტს, ამ ვიზიტის მთავარი შედეგი სიმბოლურია - ამერიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოფიციალურად დაიწყო სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებაო - ამის შესახებ წერს ცნობილი პოლიტოლოგი ვლადიმირ სოკორი ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკურ გამოცემაში. ის ამ ფაქტის მნიშვნელობასაც განმარტავს: თუ მეტი ქვეყანა გამოიყენებს ამ ტერმინს, ეს, როგორც მინიმუმ, ხელს შეუშლის იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე ფიქრობენო.
თუმცა სოკორი იმასაც დასძენს, რომ, სიმბოლიზმისა და სემანტიკის გარდა, ეს ცვლილება, როგორც ჩანს, არ ასახავს რაიმე ახალ, ამერიკულ პროაქტიულ პოლიტიკას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. მას მოჰყავს ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორის, მაიკლ მაკფაულის სიტყვები, ვაშინგტონს, ამ მხრივ, სტრატეგია საერთოდ არ გააჩნიაო და ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად კლინტონის სიტყვებზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება შვილების და შვილიშვილების მიზანი იყოს.
სიტყვა „ოკუპაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას „ინდეპენდენტის“ უილიამ დანბარიც. თუმცა, ის ასევე წერს, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა აღარ არის ისეთი თბილი, როგორც ბუშის დროს იყოო. მაგალითად, წერს ავტორი, როდესაც სააკაშვილს კლინტონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გაუჩნდა ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ, „პოლიტიკის კუთხით“, ამ მხრივ პრობლემები არ არისო.
„ბიბისი ნიუზის“ ტომ ესელმონტი კი აღნიშნავს, რომ ჰილარი კლინტონს სააკაშვილის მთავრობის მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები ჰქონდა. ეს ქართულ მთავრობას ესიამოვნა, მაგრამ ერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების იგნორირება არ უნდა მოახდინოსო, - წერს „ბიბისი ნიუზი“. ეს ერთი ანალიტიკოსი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი გახლავთ, რომელიც ამავე სტატიაში გამოთქვამს თავის ვერსიას, თუ რატომ ვერ აკრიტიკებს ამერიკა საქართველოს. მიტჩელი წერს, რომ „გადატვრითვის“ პოლიტიკამ შექმნა შიში, რომ ამერიკა საქართველოს მსგავსი ქვეყნების იგნორირებას დაიწყებს. ამ შიშმა ამერიკაში პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და ეს ხელს უშლის შეერთებულ შტატებს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს არათანმიმდევრულ გზაზე დემოკრატიისკენო, - უთხრა ლინკოლნ მიტჩელმა „ბიბისი ნიუზს“.