ტაილანდის სასამართლომ ცნობილ რუს მუსიკოსს - მიხაილ პლეტნიოვს 14 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდება წაუყენა. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ტაილანდის პოლიცია მუსიკოსზე სხვა მცირეწლოვნებთან ურთიერთობის ამსახველ მაკომპრომეტირებელ ფოტოებსაც ფლობს. ამჟამად პლეტნიოვი გირაოს (9 ათასი დოლარის) სანაცვლოდ გათავისუფლებულია. ის უარყოფს ბრალდებას. მანამდე მუსიკოსი ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიაში დააკავეს. ბოლო წლებში მიხაილ პლეტნიოვი ტაილანდში ცხოვრობს და ხელმძღვანელობდა კომპანია ”მუსიკალურ სახლს”, სადაც ბავშვებს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდნენ. გარდა ამისა, პოლიციის ინფორმაციით, მიხაილ პლეტნიოვი ტაილანდში რესტორანსაც ფლობს. პლეტნიოვი ”რუსეთის სახელმწიფო ორკესტრის” დამაარსებელი და დირიჟორია. 2005 წელს მან მან მიიღო ”გრემი” კამერული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. თუკი პლეტნიოვს ბრალი დაუმტკიცდა, 20 წლიანი პატიმრობა მოელის.