"გამოხატვის თავისუფლების დაცვა სამხრეთ კავკასიაში" - იმ ორდღიანი კონფერენციის მთავარი მისიაა, რომელიც თბილისში ევროპელების დაფინანსებით გაიხსნა. კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიიდან არასამთავრობოების, მედიის, მთავრობის წარმომადგენლები ტრადიციულ მედიაარხებში ინფორმაციის გავრცელებისათვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.
სამხრეთ კავკასიის მთავრობებმა უკვე ინტერნეტში დაიწყეს შეღწევა, ინფორმაციის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, უბრალოდ, სიჩქარის ან სხვა ტექნიკური პარამეტრების შეზღუდვაა. ეს ერთ-ერთი თემაა, რაზეც კონფერენციაზე კავკასიის რეგიონში მოღვაწე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის თუ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები საუბრობენ. შეხვედრის მიზანი გამოხატვის თავისუფლების დაცვაა. თუმცა ინტერნეტის შესახებ კონფერენციაზე ცოტას ლაპარაკობენ იმის გამო, რომ, მომხსენებელთა უმრავლესობის შეხედულებით, ადამიანის აზრის ფორმირებაზე გავლენის მთავარი მეთოდი ჯერ ისევ ტელემედიაა.
„ახლა აქ ჩვენს შეხვედრას რვიდან ერთ-ერთი ჩვენი ტელევიზია რომ ესწრებოდეს, საკითხს სულ სხვაგვარად გააშუქებდა. ჩვენ რაც არ უნდა გვეთქვა, კადრის მიღმა ჟურნალისტის ტექსტი სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნიდა. ადამიანების ზომბირება ჩვენთან ტელესივრციდან ხდება და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ინტერნეტი სათანადო როლს ვერ ასრულებს“, - ამბობს ემინ ჰუსეინოვი, რეპორტიორთა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანიდან.
კონფერენციაზე ტრადიციული მედიის არხებში ინფორმაციის კონტროლის ბევრი სხვადასხვა მეთოდი ახსენეს, მათ შორის - პირდაპირი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, საკანონმდებლო მანიპულირება, სარედაქციო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე თქვენ ბევრჯერ მოგისმენიათ და წაგიკითხავთ, თუმცა ერთი მარტივი ფაქტორი, არსებითად ამ ყველაფრის განმსაზღვრელი, ჰელსინკის სამოქალაქო კავშირის წარმომადგენელმა არტურ საკუნცმა შენიშნა:
„როცა ჟურნალისტმა იცის, რომ ის, ვინც მასზე კანონის დარღვევით ზემოქმედებს, დაუსჯელია, მას თვითცენზურა უყალიბდება და ინფორმაციას უკვე თავადვე აკონტროლებს. დაუსჯელობა არის საფუძველი ცენზურისაც და თვითცენზურისაც. ყველა ჟურნალისტი, უბრალოდ, იწყებს ფიქრს იმაზე, გაავრცელოს თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია.“
კონფერენციის მონაწილეებმა დაასახელეს კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ და რა მეთოდებით ხდებოდა ინფორმაციის გაფილტვრა, ახსენეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებიც ხელმძღვანელობის თუ პოლიტიკოსების მხრიდან, შემთხვევები, რომლებსაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ისაუბრეს საერთაშორისო ზეწოლის სისუსტეზე სამხრეთ კავკასიის მთავრობების მიმართ, თქვეს, რომ საჩივრები მხოლოდ ფორმალურად განიხილება და დასავლურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ... იკითხეს, რა ვქნათ, გვირჩიეთ, როგორ გავაკეთოთ ჩვენი საქმე უკეთო.
„უკვე შეჩვეულები ვართ იმას, რომ სულ ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ჩვენს პრობლემებზე, ერთმანეთისგან ვიგებთ, დამატებით კიდევ რა პრობლემები არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ ვღებულობთ ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, მხოლოდ ვენტილაციის შესაძლებლობა გვეძლევა ხოლმე: ჩვენ ჩვენს ცუდს ვუზიარებთ ჩვენს მეზობლებს, მათგან ვისმენთ მათი ცუდის შესახებ და ეფექტური შედეგი არ გვიდგება“, - ამბობს ნინო ციხისთავი, ერთ-ერთი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
თუმცა არც მთლად ასეა. გადაღლილი კონფერენციის მონაწილეები შიგადაშიგ შეთანხმებების მიღწევასაც ახერხებენ. მაგალითად, რეალურად გავააქტიუროთ საერთო სამხრეთკავკასიური ქსელი და ბრძოლა გავაერთიანოთო; ასევე დადებითი შედეგი იყო, ალბათ, არასამთავრობოებთან დიალოგში ჩაბმა მთავრობის და სასამართლოების წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და ცდილობდნენ ვითარების დადებითი მხარეები წარმოეჩინათ, ძირითადად, წარსულთან შედარებით და იმ საკანონმდებლო ცვლილებების ხაზგასმით, რომლებიც არასამთავრობოებმაც მოიწონეს. თუმცა კანონი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარისად მოქმედ ბერკეტს. როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად იყო საუბარი ინტერნეტზე - სივრცეზე, რომლის კონტროლიც ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებსაც კი უჭირთ. საინტერესოა აზერბაიჯანიდან ემილ ჰუსეინოვის მოსაზრება ამ თემაზე:
„რაც არ უნდა სცადონ ჩვენმა მთავრობებმა ინტერნეტის კონტროლი სხვადასხვა მეთოდით, მაღალი ტარიფი იქნება ეს თუ სხვა, ადრე თუ გვიან ისინი განწირულები არიან ამ ბრძოლაში, რადგან ამ გზას მთელი მსოფლიო ადგას.“
ინტერნეტის მისაწვდომობა სამხრეთ კავკასიაში, განვითარებულ სამყაროსთან შედარებით, ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ალბათ, ამიტომაც ისმება ჯერ კიდევ ნაკლები აქცენტები ინტერნეტის სივრცეში გამოხატვის თავისუფლებაზე და, ალბათ, ამიტომ საუბრობენ კონფერენციის მონაწილენი ძირითადად, ტრადიციულ მედიაში არსებულ მოძველებულ პრობლემებზე.