ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და ადგილობრივი ბიზნესი

საქართვლოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე დაიწყო. ეგრეთ წოდებული ”რევოლუციური პროექტი” მსჯელობის საგანია საქართველოს რეგიონებშიც. კოდექსით დაინტერესებული პირები არიან ადგილობრივი ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, რომელთა მოსაზრებებსაც ჩვენი ლაგოდეხელი, ქუთაისელი და რუსთაველი კორესპონდენტების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში გაეცნობით.