დევნილთა მიმართ ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ თავად დევნილებიც, რომლებიც, ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის თანახმად, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი თავიანთი პრობლემების მოგვარებაში. დევნილთა პრობლემებში კი ძირითადი კვლავაც განსახლება და საყოფაცხოვრებო პირობებია. ეს მიმართულება პრიორიტეტულია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც, რომლის ახალი ვარიანტი მინისტრთა კაბინეტმა ერთი თვის წინ დაამტკიცა.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. ამ მიზნის მისაღწევად ”სამოქმედო გეგმა” ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას და საერთო კრიტერიუმების საფუძველზე დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას მანამ, სანამ ისინი მშობლიურ კუთხეებსა და სახლებს დაუბრუნდებიან. განახლებული სამოქმედო გეგმა დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესში სამ ეტაპს გამოყოფს:
”პირველი ეტაპი არის სახელმწიფო კომპაქტურ ობიექტებში მცხოვრები დევნილებისთვის საკუთრებაში ფართების გადაცემა, მეორე ეტაპია კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების აშენება, რეაბილიტაცია, შეძენა და ასე შემდეგ. მესამე ეტაპი გულისხმობს უკვე იმ დევნილებისათვის, ვინც საკუთარი შრომით შეძლო სახლის შეძენა, გარკვეული სახის კომპენსაციის გაცემას”, - გვითხრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახა პეტრიაშვილმა და დაგვიდასტურა, რომ, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებებში კოლექტიურად ჩასახლებული დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციისა და კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი არ დასრულებულა, პრაქტიკულად უკვე დაიწყო სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის მოსამზადებელი ღონისძიებებიც.
კერძო სექტორში განთავსებული დევნილების საბინაო უზრუნველყოფის საკითხებზე მსჯელობდნენ კონფერენციაზეც, რომელიც ლტოლვილთა დანიის საბჭოს ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია” ფარგლებში.
”ამ პროექტის მთავარი გზავნილი ისაა, რომ არც ერთ ჯგუფს არ შეიძლება ჰქონდეს ყველა შეკითხვაზე პასუხი. ანუ გამოსავალს ერთად უკეთ ვიპოვით. აქედან გამომდინარე, თუ დევნილთა მიმართ პოლიტიკის შემუშავებაში, ცენტრალური მთავრობის გარდა, ჩართულნი იქნებიან ასევე ადგილობრივი ხელისუფლებები, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და, რასაკვირველია, თავად დევნილები, ჩვენ პროდუქტიც უკეთესი გამოგვივა.”
ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერი გაიედ მუნცი აღნიშნავს, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მრავალი სუბიექტის ჩართულობა აშკარაა, თუმცა კონფერენციის მიზანი ამ სპექტრის კიდევ უფრო გაფართოებაა. პროცესში აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი”. მისი ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა იდენტიფიცირების ინიციატივით გამოვიდა:
”კერძო სექტორში 55 პროცენტზე მეტი დევნილი ცხოვრობს, ვიდრე კომპაქტურ ცენტრებში. ცნობილია, რეგიონების მიხედვითაც არის დაყოფილი, მაგრამ იმისი იდენტიფიცირება არ მომხდარა, საკუთრება რამდენმა შეიძინა. ადრე, 2003 წლამდე, დევნილებს არ ჰქონდათ საკუთრების შეძენის უფლება. ისინი სტატუსს კარგავდნენ და ამიტომ ხან ნათესავზე აფორმებდნენ და ასე შემდეგ. შემდეგ ეს მუხლი შეიცვალა, სხვადასხვა ნიუანსებია, პრობლემებია, ამიტომ საჭიროა სრული იდენტიფიცირება მოხდეს, რათა საჭიროებების მიხედვით მოხდეს განაწილება და არა რაღაც ტაბულის მიხედვით. საჭიროებებზე მორგებული კვლევა უნდა იყოს.”
ირაკლი ბოკუჩავა ფიქრობს, რომ დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის კრიტერიუმებისა და პრინციპების შეჯერება უმნიშვნელოვანესი საკითხია და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებთან ერთად ეფექტურ, კომპრომისულ ვარიანტამდე მივლენ. არ გამოირიცხება ამ საკითხზე ცალკე მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნაც.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დევნილთა საერთო რაოდენობა 277 000-ია. დევნილთა ნახევარზე მეტი, 47 000 ოჯახი, კერძო სექტორში ცხოვრობს. მათი განსახლებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებზე. მათ ერთ ნაწილს, 15 000 ოჯახს, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. მათ რიცხვში არ არის სოხუმიდან დევნილი, თბილისში, კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცხოვრები ბელა უგულავა, რომელიც დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე მოწვეული კონფერენციის მონაწილეთა რიგებში კი აღმოჩნდა, მაგრამ საკუთარ საზრუნავზე კონკრეტული მაინც ვერაფერი შეიტყო.
”მაინტერესებს შენობის ბედი, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი, სამოქმედო გეგმა რას ითვალისწინებს ჩვენი ობიექტის დევნილებისათვის -დაკავებული ფართის დაკანონებას, სხვაგან განსახლებას თუ კომპენსაციას. მოლოდინის რეჟიმში ვარ. შენობის სახურავი კი შეგვიკეთეს, მაგრამ ბათქაში ჩამოშლილია, ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა მოძველებულია. რომ შევაკეთო, სესხი უნდა გამოვიტანო. 2 000 ლარი ჯდება და სხვაგან რომ გადამიყვანონ, ცოდო არა ვარ?!”
დევნილთა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მეტი ინფორმატიულობის უზრუნველყოფა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც კონფერენციაზე განსაკუთრებულად აღინიშნა.საჯარო ინფორმაციის გავრცელების, სამართლებრივი მომსახურების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, განათლებისა თუ დასაქმების საკითხებზე კონფერენციის მონაწილენი კიდევ ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.