23 მაისი, კვირა
რადიო „თავისუფლების“ შემოთავაზებამ - მთელი ერთი კვირის დღიურები გამეცნო მსმენელთათვის - ფიქრები სხვანაირად ამიშალა. საქმე ის არის, რომ მწერლისთვის ამ მეტად საჭირო ჟანრისათვის არასოდეს მიმიმართავს და ამისთვის საკუთარი თავისადმი საყვედური ხშირად მითქვამს კიდეც: რა მწერალი ჩამოყალიბდება შენგან, თუკი თუნდაც რამდენიმე შტრიხი ყოველდღიური ცხოვრებისა შენი საწერი მაგიდის უჯრაში არ დაიდებს ბინას-მეთქი?..
ასეა თუ ისე, რაკი თანხმობა მივეცი რადიო „თავისუფლებას“, გადავწყვიტე, ამ არცთუ ისე იოლ საქმეს მეც შევდგომოდი, თუნდაც ერთი კვირით.
კვირადღე თითქმის მთლიანად მუხრანის გარშემო ტრიალებდა. რაკი სიკვდილი გარდუვალია, როგორც არა ერთმა და ორმა აღნიშნა კიდეც, პოეტი ასე უნდა წასულიყო. საიმქვეყნიო მისი გზა: რუსთაველის სცენიდან - ოჯახისაკენ, ოჯახიდან - სამების ტაძრისაკენ და სამების ტაძრიდან - მამადავითისაკენ, ღვთის ტაძრისაკენ...
სამძიმარზე მანამდე არაერთხელ ვიყავი, მაგრამ დღეს ვიფიქრე, პროცესიას მამადავითზე დავხვდები-მეთქი და თადარიგი ადრევე დავიჭირე. თუმცა, ასასვლელი გზა სამი საათით ადრეც კი უკვე გადაკეტილი დამხვდა. ერთი კია, რომ პატრულებმა ანგარიში მაინც გაგვიწიეს, მუხრანის სამ მეგობართან ერთად ტაქსით ასვლის ნება დაგვრთეს და მათი მანქანა „მძევლად“ თავისთან დაიტოვეს.
ანას დაკრძალვის შემდეგ მთაწმინდაზე აღარ ვყოფილვარ, არადა, ყველაფერთან ერთად, ისიც მაინტერესებდა აქ დიდი სარემონტო სამუშაოები დასრულდა თუ არა. ყველაფერი წესრიგში დამხვდა.
დაკრძალვამდე სამი საათით ადრე მისულთა საუბარი ისეთ წმინდა ადგილას, როგორიც მთაწმინდის პანთეონია, ერთმა ღმერთმა იცის, რაღას არ შეეხებოდა - ამას „სულიერი საქართველოს მოკლე კურსის“ გავლას თუ ვუწოდებდი.
ჩემი კვირადღე ეკლესიით იწყება. მე სამოციქულო მართლმადიდებლური სომხური ეკლესიის მრევლიც ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, როგორმე მივუახლოვდე იმ სიწმინდეებს, რაც მამა-პაპათაგან მემკვიდრეობით მიგვიღია.
ჩვეულებისამებრ, ერთკვირეულ სომხურ გაზეთს - „ვრასტან- საქართველოს“ - იქვე ვიძენ ხოლმე. საკვირაო წირვის დამთავრების შემდეგ ეკლესიის ეზოში გამოსულმა, გაზეთი რომ გავშალე, როგორც იტყვიან, პირკატა მეცა: განცხადება იუწყებოდა, რომ უკვე საუკუნემოთნეული, ტრადიციული „ვართატონი“, - ვარდის დღესასწაული - რომელიც საიათნოვას პოეზიასა და მის ხსოვნას ეძღვნება, 6 ივნისს გაიმართებოდა. ყველამ იცის, რომ მაისის თვე „ვარდობისთვედ“ იწოდება და დღესასწაული სხვა თვეში არ უნდა გადაეტანათ; იმთავითვე ასე იყო ნათქვამი: გაიმართოს მაისის მესამე კვირადღესო... მე საიათნოვას სომხური ლექსების მთარგმნელი ვარ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ერების ერთობლივად დაფუძნებულ ყოველგვარ სიწმინდეებს.
ამ თავანკარა თავწყაროს სათავე ჰოვანეს თუმანიანმა და იოსებ იმედაშვილმა, გევორგ ბაშინჯაღიანმა და იოსებ გრიშაშვილმა, ღაზარო საღაიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდეს, და არ ეღალატების!..
გადატანის მიზეზად ისიც კი თქვეს, „ზემოდან“ მოითხოვესო - აქაოდა, საარჩევნო ხალხმრავლობას ესეც არ დამატებოსო. კი, მაგრამ არჩევნების დღე აკი კარგა ხნის გამოცხადებული იყო?! ღონისძიების მესვეურთ მაისისავე თვეში, ერთი კვირით ადრე რომ ჩაეტარებინათ, ამით დაშავდებოდა რამე? დღეს ამ ფაქტზე ყურადღება იმისთვის გავამახვილე, რომ არა ერთი და ორი სხვა ფაქტიც ვიცი, როცა საქმეში ჩაუხედავმა ვაილიტერატორებმა, მეტი რომ არა ვთქვათ, საიათნოვას მიმართ, მისი შემოქმედების მიმართ, კარგად ვერ გამოიჩინეს თავი.
24 მაისი, ორშაბათი
დღის პირველი ნახევარი ჩემს, თითქმის ყოველდღიურ, საქმიანობას არ გასცილებია, მთარგმნელობით საქმიანობას ვგულისხმობ. მე, როგორც ორი ძველთუძველესი ერის შვილი, მათი ურთიერთობის ბევრი გზის კვალში მადევრის როლს ვერასოდეს ვუღალატებ. საქვეყნოდ გაცხადებულად ერთსაც ვიტყვი, რომ ღმერთს ეს ორი ქრისტიანი ერი, თავისი უძველესი კულტურით, იქნებ სამყაროს გადასარჩენადაც კი შეუქმნია... არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც გავიმეორებ, რომ სამყაროს ორი უზარმაზარი ნახევარსფეროს - დასავლეთისა და აღმოსავლეთის ამ ორ სამყაროს უზომოდ დიდ ფილტვს - კავკასიის გარეშე (ამ ორი ფილტვის შემაერთებლის გარეშე) არსებობა არც უწერია. ეს მოსაზრება პირველად მე გამოვთქვი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ღმერთის გარეშე ეს არც არასოდეს ყოფილა და სხვანაირად ალბათ არც ეგების.
25 მაისი, სამშაბათი
დღეს ორ შესანიშნავ მანდილოსანს შევხვდი, რომლებსაც, ჩემდა გასაოცრად და გასახარებლად, ჩვენი ორი ერის არა მოწიფულთა, არამედ უმრწემესთა დაახლოება გადაუწყვეტიათ და ჩემგან რაღაც-რაღაც კონსულტაციებს ელოდნენ. ორი ახალგაზრდა ქალბატონი - ლელა მეტრეველი და თამარ გაბროშვილი... ღმერთო მაღალო, ჩვენი დამოუკიდებლობის ამ არცთუ ხანგრძლივი ურთიერთობების მანძილზე - მხედველობაში მაქვს ეს ჩვენი ბოლო, ღვთაებრივი დამოუკიდებლობა - მსგავსი რამ არც გამეგონა. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რა მადლი, რა სიო წამოგვიბერავს ისეთს, რაც ამგვარ სამომავლო გზას გაგვიხსნის... ამ შემთხვევაში ზმნა „გახსნა“ შემთხვევით არ მიხმარია - ამგვარი შლაგბაუმები, სამწუხაროდ, მრავალგზის გვქონია...
26 მაისი, ოთხშაბათი
ეს ხომ განსაკუთრებული დღეა! დილიდანვე თადარიგი დავიჭირე, რომ დროულად მივსულიყავი და მოსაწვევზე მითითებული „ე“ სექცია დამეკავებინა. ეტყობა არავინ იფიქრა, რომ ჩემი ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა ბოლომდე გაეთავისებინათ და სადმე ისეთი ადგილი მოენახათ, სადაც შეიძლებოდა ჩამემუხლა. ამის გამო იყო, რომ აღლუმს ბოლომდე ვერ დავესწარი და ადრე წამოვედი.
დღესვე სოლოლაკ-მთაწმინდა-ვერის მაჟორიტარს, მამუკა ახვლედიანს, ხვდებოდა მისი და არა მხოლოდ მისი რაიონის ამომრჩეველი, ინტელიგენციის წარმომადგენლები. ამ ახალგაზრდა კანდიდატზე, პირადად მე, კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ამ დღეს გული თუ მომივიდოდა რამეზე, არც კი მეგონა... ესენი, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები იყვნენ, რომლებსაც არცთუ კარგად ესმით, ვინ ვინ ვართ, რა თაობის ვართ, კონკრეტულად, არჩევანის უშუალო მონაწილე ვინ არის და რაც მთავარია, ამ ძირძველ ქალაქში იქნებ ქალაქელთა აზრიცაა გასათვალისწინებელი?..
27 მაისი, ხუთშაბათი
რამდენიმე დღის წინ ერთ არაჩვეულებრივ გამოფენაზე ვიყავი მიპატიჟებული. ჩვეულებრივ, წესად მაქვს, ხალხმრავლობისას დათვალიერების შემდეგ, თუკი მომეწონება გამოფენა, მშვიდად კვლავ მივალ ხოლმე და სიწყნარეში, სიჩუმეში ვათვალიერებ ყველაფერს. ეს იყო გამოფენა, რომელიც ხშირად უნდა გავახსენოთ, განსაკუთრებით, ჩვენს მომავლებს - ახალგაზრდებს, რომ არა მხოლოდ დასაბამიდან დღემდე, არამედ გუშინდელი ისტორიაც, მათი მამა-პაპების, მათი წინაპრების ამბავი იცოდნენ. პირველივე, რაც იყო გამოფენილი, ეს გახლდათ ევგენი მიქელაძის ფრაკი - პულტთან დგომისას რაც ამშვენებდა... მსგავსი რამ წასული კაცისთვის და მისი ხსოვნისთვის, და ჩვენთვის არ არსებობს. გაოცებული ვუყურებდი ამ ფრაკს! შემდეგ და შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო ვირსალაძეების, სუხიშვილების, რამიშვილების კოსტიუმები. წელს ნინო რამიშვილის დაბადების ასი წლის იუბილეა...
მოხიბლულმა ჩამოვიარე და სხვათა და სხვათა არაჩვეულებრივი ნამუშევრები ვნახე. მარტო ის რად ღირს, რომ პეტრე ოცხელის თეატრალური დეკორაციული ქმნილებები იხილო - ეს ხომ ზღაპარია!
გახსნის დროს ვაპირებდი მეთქვა, რომ ზუსტად ერთი კედელი გვყოფდა იმ ადგილიდან, სადაც პეტრე ოცხელის მემორიალი იყო. ეს მემორიალი, როგორც არა ერთი და ორი მემორიალი, ძნელბედობას შეეწირა და უნდა განაახლონ, ისევ უნდა გაჩნდეს იმ კედელზე წარწერა, რომ აქ ცხოვრობდა და შემოქმედებით ღვაწლს ეწეოდა პეტრე ოცხელი...
28 მაისი, პარასკევი
ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი, მხედველობაში მაქვს, სომეხთა დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისს ჩვენი, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღია, 28 მისს კი - სომხეთის, რასაც მიეძღვნა ეკლესიაში წირვა, ლოცვა და, რა თქმა უნდა, ღმერთისადმი თხოვნა, ღაღადი იმისა, რომ ეს დამოუკიდებლობა ბოლომდე შერჩეთ ჩვენს პატარა ერებს და, რომ ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი წინსვლისა.
29 მაისი, შაბათი
დილაუთენია, მთელი ხუთი დღის წინასამუშაოების შემზადების შემდეგ, სახურავის განმაახლებლები დამაცხრნენ თავს და იძულებით აღმოვჩნდი სომხური თეატრის მყუდრო კაბინეტში, სადაც ჩვენი დღიურის ერთკვირეულიც მთავრდება.
ოდესღაც აქ მეც ვიყავი, როგორც სომხური თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორი. სწორედ ამ კაბინეტში შევხვდი ჩვენი ორი ერის ორ უდიდეს პატრიარქს, რომელთა სტუმრობამ სულ სხვა სასოება მომგვარა პირადად მე და, რაც მთავარია, მათი ასეთი ღვთაებრივი სვლა სამახსოვროდ დამრჩება აწ და მარადის.
ჩვენი წინაპრების მრწამსი განმტკიცებულია იმით, რომ ჩვენი ერების უკვდავება ჩვენივე ურთიერთშორის სიმტკიცითაა განპირობებული, რაც ღვთის უპირობო დასტურია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: სხვა გზა, სხვა ხსნა ჩვენ არ გაგვაჩნია!

Your browser doesn’t support HTML5