მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის A ჯგუფის პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ მასპინძელი ქვეყნის - სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრები გუნდები. იოჰანესბურგის „სოკერ სიტის“ სტადიონზე, 85 ათასი მაყურებლის წინაშე გამართული შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1. ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა სამხრეთაფრიკელმა ჩაბალალამ, რასაც 79-ე წუთზე გოლითვე უპასუხა მექსიკელმა მარკესმა.
დღეს ამავე, A ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყობა: კეიპტაუნში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან ურუგვაისა და საფრანგეთის ფეხბურთელები.
ვიდრე სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის გუნდები მინდორზე გამოვიდოდნენ, „სოკერ სიტის“ სტადიონზე ჩემპიონატი საზეიმოდ გახსნა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგენდამ, 91 წლის ნელსონ მანდელამ, რომლის 13 წლის შვილთაშვილი ზენანი ხუთშაბათს საღამოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ტურნირი ზუსტად ერთ თვეს გასტანს - მსოფლიოს ახალი ჩემპიონის ვინაობას 11 ივლისს შევიტყობთ.