11 ივნისს მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ერთთვიანი დიდი დღესასწაული იწყება - მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. რადგან საქართველოს ნაკრებს იქ მოხვედრამდე წინ ბევრი სამუშაო აქვს, ქართველი მაყურებელი უცხო ქვეყნების საფეხბურთო გუნდების ქომაგობას დასჯერდება. ქართულ ფანკლუბებში უკვე დიდი მზადებაა. ფეხბურთის მოყვარულებს წელს განსაკუთრებული სიურპრიზი „ზებრა ჯგუფმაც“ მოუმზადა, რომელმაც საგანგებოდ მათთვის, ექსკლუზიურად, ბურთის ფორმის წიგნი - „მსოფლიო თასის ისტორია“ - გამოსცა, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად. ამ წიგნ-მეგზურში მსოფლიო თასთან დაკავშირებული ყველა ამბავი შევიდა.
რა გინდა მეტი - ეკრანზე შენი საყვარელი გუნდი თამაშობს, გვერდში მთელი ფანკლუბი გყავს, ბევრი ლუდი და, შესაძლოა, ეს ახალი, ბურთის ფორმის წიგნი-მეგზურიც მაგიდაზე გიდევს. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას ოლიმპიადის შემდეგ, საგანგებოდ ელიან. უკვე გადაწყვეტილია რომელ კაფეში რომელი ქვეყნის ფანკლუბი შეიკრიბება, სად დაიდგმება დიდი ეკრანები... მზადაა ფანკლუბის წევრებისათვის საჭირო აქსესუარები - დროშები, მაისურები.. ინგლისის ნაკრების ფანმა გოჩა თანდარაშვილმა უკვე იცის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩემპიონატის გახსნას თავის მეგობრებთან ერთად უყურებს - მარჯანიშვილზე, კლუბ ”ოთახში”, სადაც ეპატიჟება კიდეც, როგორც თავად ამბობს, ყველაზე ხმაურიან ინგლისის ფანებს:
”წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც ასე იყო და ახლაც ასე იქნება - ინგლისის გულშემატკივრები ერთად ვიკრიბებით და ერთად ვუყურებთ თამაშებს. ახლაც ძალიან ბევრი კლუბი დამიკავშირდა, რომელიც დიდ ეკრანზე უშვებს თამაშებს, და შემომთავაზეს, რომ ინგლისის ფანკლუბი გაგვეკეთებინა და, მართლაც, თბილისში რამდენიმე ადგილას იქნება ასეთი ადგილი.“
საქომაგო გუნდის მაისური აუცილებელია. თუმცა კი, როგორც გოჩა ამბობს, მან ყველა გაააჩუქა და ჯერჯერობით უმაისუროდაა დარჩენილი - ინგლისის ფანკლუბი ვიზუალურად ისედაც მიმზიდველი იქნება:
”ფანკლუბები ყოველთვის გაფორმებულია ხოლმე: დროშები, სურათები, პლაკატები, მაისურები, ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ჯუმნი, ვიდეორგოლები, ნაწყვეტები სხვადასხვა თამაშებიდან. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინგლისის გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი ლუდი, დიდი ქომაგობა და კარგი სიტუაცია.”
ფანკლუბები თბილიში კიდევ რამდენიმე ადგილას იქნება. მაგალითად, ფილარმონიის „ივენთ ჰოი“ დაახლოებით 9-10 ქვეყნის ფანკლუბს უმასპინძლებს. კაფე „მსოფლიო სპორტში“ არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბებიან. შარდენზე, საბილიარდო „აკურაში“, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ინგლისის ფანებს მოუყრიან თავს, ხოლო კლუბ „გურუში“ ბრაზილიის გულშემატკივრები შეიკრიბებიან.
ჩვენთვის ჯერჯერობით მეტად რთულია მსოფლიოს 32 საუკეთესო ქვეყანას შორის ფეხბურთში მოხვედრა, ამბობს სპორტის დეპარტამენტის პრესატაშე გიორგი ჭანიშვილი, თუმცა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ჩემპიონატების დროს ფანკლუბების შექმნა:
”საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ბრაზილიას, იტალიას, არგენტინას, ინგლისს, ჰოლანდიას, ესპანეთს... გამონაკლისი, ამ მხრივ, არც წლევანდელი ჩემპიონატი იქნება. დაგეგმილია მატჩების ერთობლივი ყურება, ბევრ ადგილას იქნება ფანკლუბი, დიდ ეკრანებზე ქალაქის არაერთ ადგილას ფეხბურთის გულშემატკივრები ერთად უქომაგებენ საყვარელ გუნდებს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში, შემდეგი ერთი თვე ფეხბურთით იცხოვრებს.”
მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურში დაესწრება პირველი არხის ჟურნალისტი ოთარ გიორგაძე, რომელიც თავად უკვე 15 წელია იტალიის ფანკლუბის წევრია. ის სამხრეთ აფრიკაში ამჯერად როგორც ჟურნალისტი, ისე წავა, თუმცა ეს მას ხელს არ შეუშლის საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს, ქართველ ფანებს კი პირველი არხის ეთერიდან მოუთხრობს ამბებს:
”ჩვენ მეოთხედფინალს, ნახევარფინალსა და ფინალს დავესწრებით და გავაშუქებთ. მთავარია, რომ სანახაობრივი მატჩები იყოს და ისეთი გუნდები გავიდნენ „ფლეიოფში“, რომლებიც გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებენ...”
ფეხბურთის დიდ დღესასწაულს საგანგებოდ დაამთხვიეს თბილისში ახალი წიგნის - „მსოფლიო თასის ისტორიის“ - გამოსვლა. ეს უცნაური, ბურთის ფორმის წიგნი არის ზუსტი ასლი ავსტრალიაში ინგლისურ ენაზე გამოცემული ამავე შინაარსის და დიზაინის წიგნისა, რომელშიც მსოფლიო თასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია შევიდა. მისი ქართველი გამომცემელი, ”ზებრა ჯგუფის” მთავარი რედაქტორი მაკა კასრაძე ამბობს, რომ წიგნი ერთდროულად გამოდის ინგლისურ და ქართულ ენებზე.
წიგნში, რომლის მიზანიც მომავალი ჩემპიონატის მეგზურობაა, არაერთ ფოტოს ნახავთ - როგორც წლების წინანდელ ლეგენდარულ კადრებს, ისე კადრებს ფეხბურთის უახლესი ისტორიიდან. ჩემპიონატის დასრულებამდე წიგნი 22 ლარი ეღირება, შემდეგ ფასი ოდნავ მოიმატებს.