10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ”საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვაზე”. კობალაძე აღნიშნავს, რომ მიმოხილვაში გამოყენებულია ბიზნესმენებისა და ხელისუფლების წარმომადგენლთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიების წარმომადგენელთა დიდ ნაწილს არ სურს, რომ დოკუმენტში დასახელდეს მისი ვინაობა, რაც ამყარებს მიმოხილვაში აღწერილი ზოგიერთი ტენდენციის საფუძვლიანობას.