საქართველო მსოფლიოს ყველაზე არამშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა

საქართველო მსოფლიოს ყველაზე არამშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა მშვიდობის წლევანდელი გლობალური ინდექსით, რომელსაც ტრადიციულად აქვეყნებს ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი. 2010 წლის ინდექსით, საქართველომ 142-ე ადგილი დაიკავა და ათეულში რუსეთთან, ისრაელთან, ავღანეთთან, პაკისტანთან, ერაყთან, სომალისთან, სუდანთან, ჩადსა და კონგოსთან ერთად აღმოჩნდა.