დავით დარჩიაშვილი: მშვიდობის გლობალური ინდექსი სუბიექტურია

მშვიდობის გლობალურ ინდექსს სუბიექტური უწოდა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა. მან სააგენტო მედია-ნიუსს განუცხადა, რომ მსგავსი რეიტინგების შედგენა მიზანშეუწონელია, რადგან საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ყველა ქვეყნის უფლებაა. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო სწორედ ამ უფლების გამო მოხვდა რეიტინგში, ის არაობიექტურია.