ავღანეთში მეამბოხეებმა ნატოს ვერტმფრენი ჩამოაგდეს

ნატოს განცხადებით, ავღანეთში მეამბოხეებმა ალიანსის ვერტმფრენი ჩამოაგდეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ამ ცნობით, დაიღუპა ნატოს ოთხი ჯარისკაცი. სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.