რუსთავის საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისგან. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათისაა. საოლქო კომისიაში განსხვავებული აზრებიც დააფიქსირეს, მათი ავტორები კი ლეიბორისტული პარტიის წევრები აღმოჩნდნენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ადგილობრივმა დამკვირვებელმა სოფიკო მჭედლიძემ საოლქო კომისიას შემდეგი შინაარსის საჩივრით მიმართა:
„რუსთავის საარჩევნო უბნებზე იყო არაერთი პროცედურული დარღვევა, კერძოდ, შემაჯამებელი ოქმების შედგენისას. 22-ე, 27-ე, 42-ე, 44-ე, 45-ე, 61-ე, 76-ე, 77-ე საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ არის შევსებული პოლიტიკური სუბიექტების სია და შესაბამისი გრაფები ცარიელია, ხოლო 23-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე, 34-ე და ასე შემდეგ, სულ 12 უბანზე, არ არის მითითებული შევსების თარიღი და დრო. გარდა ამისა, კიდევ 12 უბანზე მითითებული არ არის რეგისტრაციის ნომრები, რაც წარმოადგენს პროცედურულ დარღვევებს.“
სოფიკო მჭედლიძემ საოლქო კომისიას იქვე მიმართა თხოვნით, ხსენებული საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა და წევრთა მიმართ გამოეყენებინათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
რუსთავის საოლქო კომისიის თავმჯდომარის სოსო შველიძის განცხადებით, საოლქო კომისიამ ხსენებული საჩივარი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო:
”საოლქო კომისიამ შემოსული საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო, უბნების თავმჯდომარეებს და წევრებს საყვედური გამოვუცხადეთ. პროცედურული დარღვევისთვის კანონი სხვა უფრო მკაცრ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს“, - ამბობს სოსო შველიძე.
თუმცა, საჩივრის გარდა, საოლქო კომისიაში სხვა სახის დოკუმენტებიც შევიდა, კერძოდ, განსხვავებული აზრი დააფიქსირეს საუბნო კომისიების ლეიბორისტმა წევრებმა.
აი, რა წერია ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს მაია გახოკიძე, რუსთავის ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის წევრი:
„წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რაც საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე სიტყვიერი ზეწოლით ხორციელდებოდა.
ამასთან, მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო გამოკითხვებისას ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე განხორციელდა სხვადასხვა სახის მუქარის ზარები.
ასევე, მრავალი უზუსტობა ფიქსირდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულ გარემოში და არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები.“
სოსო შველიძის განცხადებით, კანონით, კომისიის წევრს განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, ლეიბორისტების მიერ რუსთავში დაფიქსირებული განსხვავებული აზრები კი ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს.
”როგორც ჩანს, ლეიბორისტებმა პარტიული დავალება მიიღეს”, აცხადებს სოსო შველიძე.