ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში დღეს ნატოს კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს მას შემდეგ, რაც გუშინდელი თავდასხმების სერიამ მრავალეროვანი ძალების ათი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ნატოს ცნობით, ორი სამხედრო მოსამსახურე სამხრეთ ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ორშაბათს შვიდი ამერიკელი, ერთი ფრანგი და ორი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპნენ სხვადასხვა იერიშის დროს.