რა თქმა უნდა, არჩევნები იყო მიმდინარე კვირის ქართული პრესის მთავარი თემა. ორშაბათს მით უმეტეს, რადგან ეს არჩევნების მომდევნო დღე გახლდათ.
"არჩევნებზე კანდიდატთა მეტი რაოდენობაც გვინახავს, მაგრამ მათ უმრავლესობას საზოგადოება, უბრალოდ, არ იცნობდა. ამჯერად განსხვავება მნიშვნელოვანი იყო - ამ ცხრაში ბევრი იყო წონიანი და რეიტინგული კანდიდატიო, - უთხრა „კვირის პალიტრას“ ორშაბათს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხმების კონცენტრირება მხოლოდ ერთ კონკურენტზე არ მომხდარიყო. აქ ძალაში იყო პრინციპი "დაყავი და იბატონეო", - ამბოს ექსპერტი და დასძენს: ”ძალიან მარტივი იყო დანახვა, რომ ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებისთვის არსებითი შედეგის მომტანი იქნებოდა. ვეჭვობ, ოპოზიციას შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივი ჯერჯერობით დაკარგული აქვს", - უთხრა რამაზ საყვარელიძემ "კვირის პალიტრას".
მომდევნო დღიდან კი პრესა აქტიურად აშუქებდა იმ ამბავს, რომ „სოზარ სუბარმა "ალიანსი" ოფიციალურად დატოვა. ამასთან დაკავშირებით "ალიანსში" აცხადებენ, რომ "ალიანსი“ სუბარზე არ მდგარა", - წერს „რეზონანსი“ და დასძენს, სოზარ სუბარი წამოსვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ალიანსმა" გამარჯვების შანსი არ გამოიყენაო.
"დაგვადანაშაულოს, არ არის პრობლემა. სუბარი პოლიტიკურად მებრძოლი არ აღმოჩნდა, თორემ ის მებრძოლი ომბუდსმენი იყო. - ამბობს ლევან ბერძენიშვილი გაზეთ ” ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში. - ” ახლა მაინც გვითხრას, რა იყო გამარჯვების ფორმულა. ის, რომ პოლიტიკურად მივიწყებულ ლევან გაჩეჩილაძესთან მივსულიყავით და გვეთქვა: ირაკლი ალასანიას კი აქვს რეიტინგი, მაგრამ მოდი და შენ იყავი ლიდერი, იმიტომ რომ შენ ასე გინდაო?!” - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ”ალიას”.
არჩევნების ზოგადი შეფასებისას კი ლევან ბერძენიშვილმა ”ვერსიას” უთხრა, რომ ვერ იტყვის საყვედურს უცხოელ დამკვირვებლებზე. ”თუ უბანზე სიმშვიდეა და შენი ნაცია იყიდება, მან რა უნდა გააპროტესტოს? ნაცია გაიყიდა - მათ არ ვგულისხმობ, ვინც "ნაციონალებს" გულწრფელად მისცა ხმა - არის რაღაც გაკეთებული საქმეები, რასაც შეიძლება ვიღაცამ ხმა მისცეს. იმ "ათმეთაურ" ქალებს ვგულისხმობ და იმ ხალხს, ვინც ამას "წითელი ბარათი" არ ამოუღო. ანუ ხალხის ნება გამოიხატა და ამიტომ ვამბობ, რომ შედგა არჩევნები. ანუ სადავო, პრაქტიკულად არაფერია. ‘ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია’..." - ამბობს ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ვერსიაში" .
არჩევნების მეორე დღესვე, ორშაბათს, აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა „კვირის პალიტრას“ უთხრა:
"ქართულ პოლიტიკაში არჩევნების შემდეგ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება, რადგან ოპოზიციის ნაწილი ძალიან აქტიურად ამოქმედდება. ძველი ხერხებითა და საშუალებებით ოპოზიცია ვეღარ იბრძოლებს, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, მის რიგებში ახალი ხალხი და ბრძოლის ახლებური - არცთუ მშვიდობიანი - საშუალებები გაჩნდესო“, - განუცხადა შოთა ნადირაშვილმა “პალიტრას” და დააზუსტა კიდეც:
"სავარაუდოდ, ძალზე გააქტიურდება „ეროვნული ფორუმი“, ბურჯანაძის პარტია და ნოღაიდელი. ვფიქრობ, ისინი შექმნიან დაძაბულ და საჩხუბარ ვითარებას. ხელისუფლება ყველას დასანახავად ვერ დაიწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმც, ცხადია, მოინდომებს მათ განეიტრალებას. ესენიც არ დათმობენ და დიდი დაძაბულობა შეიქნება ", - ამბობს შოთა ნადირაშვილი.
უკვე პარასკევს კი „24 საათი” წერდა: "არჩევნების დასრულებისთანავე პოლიტიკურ ოპოზიციაში გადაჯგუფება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ განაცხადა, "ალიანსის" დატოვება, სოზარ სუბარის შემდეგ, რადიკალური ნაბიჯების მომხრე სხვა პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტეს. იმავდროულად, "დაიცავი საქართველოს" წევრმა გოგა ხაინდრავამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანების ახალ ფორმულაზე ისაუბრა - ხაინდრავას განცხადებით, თუკი ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე პოზიციების შეთანხმებას შეძლებენ, პრეზიდენტობის კანდიდატად ნინო ბურჯანაძის წარდგენას დაუჭერს მხარს. ამავე დროს, გუშინ ბურჯანაძე ალასანიას "ალიანსის" მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადებით გამოვიდა", - წაიკითხვათ "24 საათში".
შაბათს „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას, შემდეგი სათაურით: ” ალასანიას დაშვებული შეცდომები და მომავლის გზა” . აი, რას ამბობს ამ პუბლიკაციაში „ალიანსის“ ლიდერი: "მე მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ არჩევნები არის ერთადერთი სწორი გზა. დანარჩენი ყველა გზა არის ქართული სახელმწიფოებრიობის შესუსტებისკენ მიმართული. ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, სწორედ ისინი დაეხმარნენ ხელისუფლებას გამარჯვებაში", - ამბობს ირაკლი ალასანია შაბათის „რეზონანსში“.
მაგრამ შაბათს „რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაცია არჩევნებს უკვე აღარ უკავშირდება. ”რუსეთთან ომის განახლების საფრთხეები” - ასეთია მთავარი პუბლიკაციის სათაური. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება სულ უფრო იძაბება.
შაბათის „რეზონანსის“ კიდევ ერთ პუბლიკაციაში კი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს: "ჩვენ უნდა შევცვალოთ ტაქტიკა: დეოკუპაციის თემა უნდა შევაჩეროთ - კი არ მოვხსნათ, შევაჩეროთ! - და საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შუამდგომლობა მოვითხოვოთ, - ამბობს მამუკა არეშიძე, რომლის აზრითაც, სწორედ ამ გზით არის შესაძლებლი ქართულ-ოსურ მხარეებში ტყვეთა გაცვლის საკითხის გადაჭრის, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებზე "უკანონოდ გადამსვლელთა" პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი სპეციალური კომისიის შექმნის მომხრეა, რომელიც აღნიშნულ საკითხებს დაარეგულირებს". უფრო დაწვრილებით ამის თაობაზე შაბათის „რეზონანსში“ წაიკითხავთ.