თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - უფრო სწორად კი, ავლაბარში - 4 ივნისს სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა თემაზე ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. კონფერენციას ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი არქიტექტორები და ექსპერტები ესწრებიან. კონფერენციაში, რომელიც პროექტის ”ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება” ფარგლებში ტარდება, აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდა თაობა, მომავალი არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. ისინი ივნისის შუა რიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში ნაგებობათა ჯგუფის დაპროექტებას ითვალისწინებს.
”ადგილის სული” - ასე ახასიათებენ კონფერენციის მთავარ თემას ორგანიზატორები. კონფერენციის მიზანი კი პროფესიონალებსა და ხელისუფლებას შორის ძველი თბილისის იდენტობასა და სულის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის გამართვაა. გარდა ამისა, მათივე თქმით, კონფერენციის ერთ-ერთ დანიშნულებას ევროპული გამოცდილების გაცნობა და გაზიარება წარმოადგენს.
თბილისს რომ განსაკუთრებული სული აქვს, ამაში ყოველ წუთს შეგიძლია დარწმუნდე, მთავარია ფეხით გაიარო ძველ უბნებში და მას ყველგან წააწყდები - ძველი სახლების ძველ აივნებზე, ვიწრო ქუჩებსა და ეზოებში, - ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაია მანია:
”სულ მაქვს გრძნობა, რომ, ამდენი ნგრევისა და ამდენი დანაკარგის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გადასარჩენი. იცით რა ქმნის ამ სულს? ქალაქის ავთენტური ნაწილები. რომ არა ავთენტური ნაწილები, სული დაკარგული იქნებოდა. სულის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქალაქის ტოპოგრაფია, ანუ ის ოროგრაფიული ბუნება, რაზეც ქალაქი აშენდა, იმიტომ რომ იმთავითვე რაღაც ძალიან თვითმყოფადს მოერგო თბილისი.”
როგორც მაია მანია ამბობს, მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია ძველი თბილისის კონტურის შენარჩუნება. ის გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მოუვლელობისა და უსახსრობის გამო კალაში, ისანსა და სეიდაბადში სახლები ინგრევა. ერთ-ერთ პრიორიტეტად ხელისუფლებამ სწორედ ამ უბნების რესტავრირება და პირვანდელი სულის შენარჩუნება უნდა დაისახოსო, ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ გასულ წელს დაიწყო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, მაია მანია თვლის, რომ აღნიშნულ პროექტს არაერთი თვალშისაცემი მინუსი აქვს: ”ორი ობიექტია, უბრალოდ, კატასტროფული. ერთი - მეიდანში, უშველებელი რკინის კონსტრუქცია გამოჩნდა ქარვასლის გვერდით. მაგ ტერიტორიაზე მოკრძალებული შენობა იდგა, რაც ხედს არ კეტავდა. ახლა კი კონკრეტული ადგილებიდან მეტეხზე ხედია დაკეტილი. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. მერე რა, რომ ადგილი დასახიჩრებულია, ეს არ ნიშნავს, რომ მანდ ასეთი ნაგებობა უნდა ააშენო. და ასევე მეორე კონსტრუქცია, როდესაც დიდ სერპატინზე, ნარიყალასკენ ადიხარ, გხვდება ასევე დიდი ნაგებობა... ასეთ დომინანტურ პოზიციაში ამხელა რკინა-ბეტონი და, საერთოდ, ასეთი არასერიოზული არქიტექტურა ჩემთვის სრულიად მიუღებელია”,- აცხადებს მაია მანია.
ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ისევე როგორც ძველი თბილისის გამგეობა, თბილისის მერიაც არ იშურებს რესურსებს იმისათვის, რომ ძეგლებს პირვანდელი სახე და სული შეუნარჩუნდეს. ყველაზე დიდი პრობლემა ის სახლებია, რომლებიც რესტავრაციას აღარ ექვემდებარება და ისინი დაუყოვნებლივ დემონტაჟს საჭიროებენ, თუმცა, საბედნიეროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახლებს ძეგლის სტატუსი არა აქვსო, ამბობს ჭყონია: ”ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ შენობების რესტავრაციას, - როგორც ფასადების, ასევე ფუძე-საძირკვლების, -რათა ძველი იერსახე შეუნარჩუნდეს ჩვენს ქალაქს. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტერიტორიაზე მთლიანად იცვლება კომუნიკაციები და ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემები.”
კონფერენციისა და მთლიანად პროექტის მიზანია, მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბრიტანეთის საბჭოს პროექტების მენეჯერი მაია დარჩია. პროექტს ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი ახორციელებს. ალბათ, არსებობს თბილისზე გაცილებით უფრო ლამაზი, განსაკუთრებული სულის მქონე ქალაქები, მაგრამ ჩვენთვის არსებობს ძველი თბილისი, რომელიც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ სრულყოფილად უნდა შევინარჩუნოთ, ამბობს მაია დარჩია: ”ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ ძველი თბილისი საერთოდ აღარ იყოს. და ეს იქნება სერიოზული დანაკარგი არა თბილისისათვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისათვის. რადგან ჯერ კიდევ 2000 წელს იუნესკომ აღიარა, რომ ძველი თბილისი არის სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური და რომ აუცილებელია მისი დაცვა”, - ამბობს დარჩია.
პროექტში ჩართული არქიტექტურის, დიზაინისა და კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები ივნისის შუა რიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ისტორიულ ნაწილში, ბეთლემის უბნის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, ნაგებობათა ჯგუფის დაპროექტებას. ექვსი გამარჯვებული სტუდენტი კი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ ქალაქის უძველესი იერსახის განახლების თანამედროვე მეთოდებს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მზეონა ზუმბაძე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტია:
”ჩვენ მთლიანად გავეცნობით ძველი თბილისის უბანს და შემდეგ უკვე დავაპროექტებთ თანამედროვე შენობას. მსგავსი ტიპის სამუშაო ყველა არქიტექტორისათვის განსაკუთრებით საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ დიდ წარმატებას მომიტანს”, - ამბობს მზეონა.