ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მოხვდა სიაში „უარესები უარესთა შორის“. სულ „არათავისუფლის“ სტატუსი მიენიჭა 47 ქვეყანას და ტერიტორიას, რომელთა ნაწილმა - მათ შორის სამხრეთმა ოსეთმა - ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. „ფრიდომ ჰაუსი“ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას იკვლევს. დღეს გამოქვეყნებული სიის სრული სახელწოდებაა „უარესები უარესთა შორის: მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები“.
სამხრეთ ოსეთის შესახებ მითითებულია, რომ ამ ტერიტორიის შეფასებაში დაღმასვლა შეინიშნა ეკონომიკასა და პოლიტიკურ სტრუქტურაზე რუსეთის კონტროლის გაძლიერების გამო. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან გამოყოფილმა დახმარებამ ადგილობრივ ელიტებს შორის მასშტაბური კორუფციული პრაქტიკის დამკვირდებას შეუწყო ხელი.
2009 წლის მთავარ მოვლენებს შორის ჩამოთვლილია, რომ ამ წელს რუსეთმა სამხრეთ ოსეთზე კონტროლი გაამყარა - რუსეთის მესაზღვრეთა იქ ყოფნას ოფიციალური ფორმა მისცა და ცხინვალში ახალი სამხედრო ბაზა გამართა. ივლისში რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, სამხრეთ ოსეთს დამატებითი თანხების გამოყოფას დაპირდა. მაგრამ რეკონსტრუქციის პროცესი ძალიან ნელა და კორუფციის თანხლებით მიმდინარეობს. პარალელურად, ზაფხულში მომხდარმა ინციდენტებმა საქართველოსთან ახალი ომის საფრთხე გაზარდა, ხოლო იმ 18 500-ზე მეტმა ეთნიკურმა ქართველმა, ვინც სამხრეთი ოსეთი 2008 წლის ომის დროს დატოვა, წლის განმავლობაში უკან დაბრუნება ვერ შეძლო.
პოლიტიკური უფლებები: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში არჩევნები ტარდება, დამოუკიდებელი მეთვალყურეები მათ არც სცნობენ და არც აკვირდებიან. ეთნიკური ქართველების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობაზე ან უარს ამბობს, ან ამის საშუალება არა აქვს. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიები მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევებზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის დალუქულ საარჩევნო ყუთებზე, დამკვირვებლებისთვის პრობლემების შექმნაზე და მოსახლეობისთვის სეპარატისტი ლიდერის, ედუარდ კოკოითისთვის ხმის მიცემის დაძალების ცნობებზე. 2008 წელს შემოღებული საარჩევნო კანონებით პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 7-პროცენტიანი ბარიერი დაუწესდათ, და ყველა დეპუტატის არჩევა პროპორციული წესით გახდა აუცილებელი. ამ წესებმა 2009 წელს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად დაასუსტა. 2009 წლის აგვისტოში კოკოითიმ პრემიერ-მინისტრად რუსი ბიზნესმენი, ვადიმ ბროვცევი დანიშნა. როგორც ამბობენ, კორუფცია ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებულ რეკონსტრუქციის პროცესში. ტერიტორიას ფართოდ უკავშირებენ ტვირთის უკანონო გადაზიდვის და შავი ბაზრის საქმიანობას, ყალბი ამერიკული დოლარების ბეჭდვის ჩათვლით.
სამოქალაქო თავისუფლებები: სამხრეთ ოსეთში ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას სეპარატისტული მთავრობა მთლიანად აკონტროლებს და კერძო მაუწყებლობა აკრძალულია. სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - რომელსაც არც საქართველოს და არც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ - კვლავ თავისუფლად მოქმედებს. ომამდე სამხრეთ ოსეთში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა - თუმცა სულ მცირე ერთი, რომელიც თავს დამოუკიდებელს უწოდებს, მთავრობასთან კავშირებშია შემჩნეული. ყველა ორგანიზაციის საქმიანობას ცხინვალი მკაცრად ადევნებს თვალს. "ამნესტი ინტერნეშნლს" მოჰყავს გაეროს მონაცემები - რომ 2009 წლის მაისისთვის დაახლოებით 30,000 ადამიანი - უმეტესობა ეთნიკური ქართველი - თავიანთი სახლებიდან კვლავ იძულებით გადაადგილებულად დარჩა, სამხრეთ ოსეთის ყოფილ 18,500 მკვიდრს კი გრძელვადიანი ადგილნაცვალობა ემუქრებოდა. რუსეთის წარმომადგენლები არ აძლევენ საქართველოში გადასვლის საშუალებას ეთნიკურ ოსებს - თუმცა მათ რუსეთში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.
რაც შეეხება „უარესები უარესთა შორის“ სიის სხვა, ზოგად მონაცემებს - თურქმენეთი და უზბეკეთი შეუერთდნენ ქვეყნებს, როგორიცაა ბირმა, ჩრდილოეთი კორეა და სომალი. ამ ქვეყნებში, ორგანიზაციის წარმომადგენელ პოლ შრიფერის განმარტებით, ადამიანები თითქმის სრულად არიან მოკლებული ძირითად უფლებებს და მკაცრად ისჯება დამოუკიდებელი აზრი და ქმედება. იმ რვა ქვეყანას და ტერიტორიას შორის, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ საზოგადოებებზე ცოტა უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, "ფრიდომ ჰაუსმა", სამხრეთ ოსეთთან ერთად, ბელორუსია, ჩინეთი, კუბა და საუდის არაბეთი შეიყვანა.
აქვე შეგახსენებთ - დაახლოებით ერთი თვის წინ „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ძირითადი, ყოველწლიური ანგარიში "თავისუფლება მსოფლიოში", რომელშიც საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფლის“ კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.