ისრაელი - დაკავებულთა დეპორტაცია დასრულებულია

ისრაელი აცხადებს, რომ მან დაასრულა უცხოეთის იმ მოქალაქეთა დეპორტაცია, რომლებიც ღაზის სექტორისკენ ჰუმანიტარული მისიის მიმავალ ფლოტილიაზე თავდასხმისას დააკავეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, თელავივიდან თურქეთისა და საბერძნეთისკენ გაფრინდნენ თვითმფრინავები, რომელთა ბორტებზე 527 აქტივისტი იმყოფებოდა. ამავე თვითმფრინავებით გადაასვენეს ცხრა მოკლულიც. მათგან 4 თურქეთის მოქალაქე იყო, ისევე როგორც აქტივისტთა დიდი ნაწილი. ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს მოხსნას ღაზის სექტორის ბლოკადა: ”ეს ტრაგედია მხოლოდ ხაზს უსვამს სერიოზულ სიღრმისეულ პრობლემას. ღაზის სექტორზე დაწესებული გრძელვადიანი ბლოკადა კონტრ-პროდუქტიულია, არამდგრადი და მცდარი. ამით ისჯებიან უდანაშაულო მოქალაქეები. ისრაელის ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს".