პოლონეთმა გამოაქვეყნა ე.წ. შავი ყუთის ჩანაწერი, რომელიც ასახავს ბოლო მომენტებს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე, ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 95-ვე პირის, მათ შორის პრეზიდენტ კაჩინსკის სიცოცხლე შეიწირა. აუდიოჩანაწერის ტექსტის მიხედვით, პილოტებმა ბევრჯერ გაიმეორეს, რომ თვითმრფინავს ჩამოვარდნის საფრთხე ემუქრებოდა. ავიაკატასტროფის დროს სმოლენსკთან სქელი ნისლი იყო.