30 მაისის არჩევნების მიმდინარეობას პეტერ სემნები პირადად აკვირდება

30 მაისის არჩევნების მიმდინარეობას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები პირადად აკვირდება - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ცსკ-ის თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. სემნებიმ წინასაარჩევნო პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია შედეგები და მათი შეჯამება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარღვევების გამო დაწერილ საჩივრებზე რეაგირებასაც.