ამ კვირაში შედგა ჩვენი ორი კორესპონდენტის წიგნების პრეზენტაცია. ნინო თარხნიშვილმა მკითხველის სამსჯავროზე გამოიტანა მოთხრობების კრებული "სათაური 37-ე გვერდზე", ხოლო ეკა ქევანიშვილმა გამოსცა თავისი ლექსების მორიგი კრებული "აქ ნუ დადგებით". რაზე წერენ ახალგაზრდა მწერალი და პოეტი? განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, მარტოობასა და ფსევდოღირებულებებზე.
ფრაგმენტი ნინო თარხნიშვილის მოთხრობიდან „ჩემი მეზობელი ოსეი“ (უკუღმა "ოსეი" "იესოდ" იკითხება. ნინო ამბობს, რომ ბევრს წერს ღმერთზე).
ნაწყვეტი მოთხრობიდან: "სახესთან მიმაქვს წიგნი ახლოს, სულ ახლოს, ისე ახლოს, რომ მის სუნს ვგრძნობ, ენის წვერით ვასველებ მის ხაოიან ფურცლებს და სტამბის თუ ცარცისგემოიან ნერწყვს ვყლაპავ. ეს წიგნი თუ მისი პერსონაჟი სიგიჟემდე მინდა, თითებით მინდა ვიგრძნო, ყნოსვით მინდა ვიგრძნო, ფურცლების შრიალი მინდა მესმოდეს, მაგრამ არ მინდა ვხედავდე, არ მინდა ვხედავდე, რომ წიგნია და მეტი არაფერი."
ნინო თარხნიშვილი: ღმერთთან მიახლოების, დამეგობრების და გაშინაურების მცდელობა მქონდა, ამ მოთხრობას რომ ვწერდი, ანუ „ჩემი მეზობელი ოსეი“... ოსეის სარკეში თუ წაიკითხავ, ან ბოლოდან თუ წაიკითხავ, იესო გამოდის.
რადიო თავისუფლება: ღმერთისკენო, შენ ამბობ და ამ მომენტზე მეტად ჩემთვის იყო სხვა რეალობის შექმნის მცდელობა.
ნინო თარხნიშვილი: ყველა მოთხრობაში, თუ კარგად წაიკითხავს მკითხველი, იპოვის საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობას. მე რეალურად რატომ ვწერ ასეთ მოთხრობებს, არ ვიცი. რატომღაც მგონია, რომ ჩემი რეალური ცხოვრება, რაშიც ვცხოვრობ, ძალიან მაკმაყოფილებს და ძალიან მომწონს ეს ჩემი რეალური ცხოვრება. ანუ მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ოჯახი, კარგი სამსახური.
რადიო თავისუფლება: ანუ, არ ხარ დეპრესიული?
ნინო თარხნიშვილი: ძალიან ჩვეულებრივი დოზით, როგორც ყველა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ვცდილობ, რომ გავექცე ამ დეპრესიას ყველანაირად, არ ვუშვებ ხოლმე ახლოს.
რადიო თავისუფლება: წერით?
ნინო თარხნიშვილი: შეიძლება - კი. საერთოდ, ასეა. როცა რაღაცაზე ვარ განაწყენებული ან მაწუხებს, ვცდილობ, რომ დავწერო და გავუშვა ეს ჩემგან. საერთოდ, წერაც ასე დავიწყე: მქონდა რაღაცა დიდი ტკივილი, სულიერი და ფიზიკური, და გადავწყვიტე, რომ ეს დამეწერა, რომ გამეშვა ჩემგან, გადამეტანა ფურცელზე და მერე ან დამეხია, ან ასე შემდეგ.
ფრაგმენტები ეკა ქევანიშვილის ლექსების კრებულიდან "აქ ნუ დადგებით":
"ეს გზა არ იყო შემოვლითი,
გზა მოკლე იყო, უსწორმასწორო,
დახვეული, უღელტეხილზე ამოჭრილი,
თითქოს ვიღაცამ სუფთა ფურცელზე გაუთავებლად ხატა წრეები,
გზა შედიოდა უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხის სახლებში,
ხალხის გულებში, ცხოვრებებში
და სულ მეგონა გაჩნდებოდა ამკრძალავი ნიშანი
ერთ დღეს, ხაზის აქეთ არ გადმოხვიდეთ."
"საბაჰუნ, მეგობარო ავღანელო,
ეგ ფოტოები, რაც აჩხაკუნე ნალის ჭედვის და კვამლის ფონზე,
ამ ქალაქის ძველ მოედანზე გადაყარე.
სინამდვილეში ის ვარ, რაც დავრჩი, ობიექტივი რომ მომაშორე.
შენ ამბობ, რა უნდათ თქვენს ჯარისკაცებს ჩემს ქვეყანაში... სინანულით
გებოდიშები, შვიდასივეს ნაცვლად,
ათასივეს ნაცვლად, საბაჰუნ.
შენ კეთილი და გოიმი ხარ,
მაგრამ ისე გიყვარს ქაბული, ეს სიყვარული გადამდებია."
ეკა ქევანიშვილი: ისე არ მინდა გამოვიდეს, თითქოს მარტო ომის პოეზია და დოკუმენტური პოეზია იყოს, იმიტომ რომ აქ არი ეროტიკული პოეზია, სიყვარულზე, - ნუ, სიყვარულზე ეხლა ძაან ბანალურად ჟღერს, - ანუ ისეთი ლექსები, რომლებიც უფრო მეტად სენტიმენტალურია. აი, იგივე, რაც შენ მოგეწონა:
"მშურს თქვენი, ლეგალურო ბოზებო,
მარცხენა მხარე ქუჩის თქვენია, მარჯვენა ჩვენი.
გამოხედვა სირცხვილია, ქირქილი, ტონი...
მე კი მაინც მშურს თქვენი,
რადგან აჩენთ თავისუფლებით გაბერილ მკერდებს."
ანუ შენ შეიძლება უარესს აკეთებდე, მალავდე ამას, მაგრამ უარესს აკეთებდე:
"ფრთხილად, ჩემო კდემამოსილო დედაკაცებო,
დამალეთ თქვენი ნატყვიარები საბნებსა და ბალიშებში,
შეკორტნილი სურვილები,
მათკენ ფეხი არ გადაგიცდეთ,
თორემ ძნელია განსხვავების პოვნა წყვდიადში."
ეს ლექსი, სხვათა შორის, იმაზე დაიწერა, რაღაცა მითი როა ქართველი კდემამოსილი ქალის და, მოკლედ, არ მინდა ამაზე, ბევრს გააღიზიანებს.
სხვათა შორის, ამ წიგნში დიდი დოზით არის განწყობები, იგივე ნათლიებზე ლექსი, გამოხმაურებებია ბევრი ფსევდორაღაცის მიმართ, როგორიც შეიძლება იყოს ფსევდოსიყვარული, ფსევდოთანაგრძნობა, ფსევდოაფხაზეთი ჩვენი ტკივილია და ასე შემდეგ.