ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღე დარჩა. რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და როდის ტარდება არჩევნები? - ეს კითხვები დავუსვი ახალციხელებს.
,,მაისის 30-ში? არც ვიცით.”
ილია მინასიანის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტი თარიღი გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა არ იცის. ახალციხელები საკუთარი დეპუტატობის კანდიდატებზე მეტად თბილისის მერობის კანდიდატებს იცნობენ.
,,თბილისშია მერის არჩევნები, ხომ? აქ ხომ არ არის, ჩვენთან. ეგ არის თბილისში. იქ უნდა აირჩიონ მერი, ჩვენთან არ ვიცი. ჩვენც უნდა ავირჩიოთ?”
,,არჩევნებისთვის არ ვიცით, ვინ უნდა ავარჩიოთ - მთავრობა, პრეზიდენტი თუ მოადგილე, არ ვიცი. “
,,ახლა არის საკრებულოს არჩევნები.”
“ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.”
“თბილისში მერი იქნება, ახალციხეში - გამგეობა.”
“მგონი, საპრეზიდენტო არჩევნებია, ზუსტად არ ვიცი.”
“ადგილობრივი არჩევნებია და ეს ძალიან მთავარია, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება აქედან, ქალაქიდან.”
საზოგადოების უმეტესობას იმის გარკვევაც უჭირს, საარჩევნო უბანზე სად უნდა მივიდეს და არჩევანი რომელ კანდიდატებს შორის გააკეთოს. გამოკითხული მოსახლეობა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლებისა და მაჟორიტარი კანდიდატების პასიურობაზეც საუბრობს.
“ვინც იყრის ახალციხეში კენჭს, მე პირადად არ ვიცნობ.”
“არავინ არ მოსულა, არ უთქვამს, ვინ არის კანდიდატი, ვის ვირჩევთ, რატომ? მითხარი ვინ არის და მეცოდინება.”
“კანდიდატებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში იყრიან კენჭს, არ ვიცნობ.”
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების დაინტერესება 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მცირეა. შესაბამისად, ნაკლებია ამომრჩეველთა აქტივობაც. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ არც კი იცის, არის თუ არა ამომრჩეველთა სიაში.
“არ ვიცი, ვარ თუ არა სიაში და არც ვაპირებ გადამოწმებას.”
“არც ვიცი სად არის ის ადგილი და სად უნდა ვნახო საკუთარი თავი.”
“არ მაქვს შემოწმებული, მაგრამ ვაპირებ, რომ ვნახო.”
“მარტო მე კი არა, ჩემმა მეზობლებმაც და ნათესავებმაც გადაამოწმეს საკუთარი თავი და ყველა ვართ სიაში.”
სამოქალაქო საზოგადოებისთვის თვითმმართველობა იმ საჯარო სამსახურებთან ასოცირდება, რომელსაც ხალხი არ მართავს. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო პროგრამებს არ იცნობს.
“ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, ყველაა წარმომადგენელი.”
“ადგილობრივი თვითმმართველობა ისაა, ვინც ადგილისთვის უნდა იბრძოლოს, მე ასე მესმის.”
“ადგილობრივი მმართველობა არ არის, აქ თბილისიდან მოდის ბრძანება.”
“ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს, როგორ უნდა იცხოვროს ადგილობრივმა მოსახლეობამ ახალციხეში 4-5 წლის მანძილზე.”
“მე ასე მესმის, რომ ჩვენ მაგივრად თბილისში პასუხი მაგათ უნდა აგონ.”
“არავის არანაირი ინფორმაცია არ მოუცია ჩვენთვის, არც ბუკლეტებს არიგებენ და არც არაფერს.”
“მაგალითად, ასპინძის რაიონში არაფერი არ დარიგებულა.”
“ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას ქალაქში, თუმცა სოფლებში და ახალციხეში სომხურ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტებიც დაგვირიგეს.”
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ახალციხეში ამბობენ, რომ 30 მაისს არჩევანს პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.