დაღესტანში დაკავებულია ყიზლარის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი

დაღესტანში დაკავებულია ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ეჭვმიტანლია 31 მარტს ყიზლარში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში. მაშინ 10 მილიციონერი და ორი თვითმკვლელი დაიღუპა. სოფელ ჟდანოვკაში მილიციონერებმა გააჩერეს ავტომანქანა საბუთების შესამოწმებლად. როგორც აღმოჩნდა, მძღოლი იყო პახრუტდინ ახმედოვი, რომელზეც ფედერალურ ძებნა იყო გამოცხადებული.