თურქეთმა დაბომბა ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციები ერაყში

თურქეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს ქურთი მეამბოხეების ათეულობით ობიექტი მეზობელ ერაყში. ეს ერთ-ერთი უდიდესი რეიდი იყო ბოლო წლებში. თურქეთის ტელევიზიის ცნობით, 20-მდე თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში, რომლის მიზანი, თურქეთში ტერორისტულად მიჩნეული, ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციების მოსპობა იყო.