რადიო თავისუფლების დილის პროგრამა აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. ამჯერად შეკითხვებს უმუშევრობის, სოციალური პრობლემებისა და ჯანდაცვის, ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებზე პასუხობდა, ”კონსერვატიული” პარტიის ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. მან ისაუბრა თუ როგორ აპირებს ის მერად გახდომის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის სადაზღვევო პაკეტის შემოღებას, უმუშევრობის დაძლევას და რუსეთის ბაზრის დაბრუნებას.
1. გვაქვს 5 ძირითადი კითხვა, რომელთაგანაც პირველი ასე ჟღერს: ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება.თუ გაქვთ რაიმე პროგრამა, რომლითაც ამ პრობლემის გადაჭრას ნაწილობრივ მაინც შეძლებთ მერად არჩევის შემთხვევაში?
მეხამუშა, რომ 5 კითხვაა დასმული - ამ დაწყევლილმა 5-იანმა ძალიან გაგვირთულა ცხოვრება. თავის დროზე სკოლაში გვიყვარდა 5-იანი, მაგრამ ახლა ამ 5-იანით ხდება ადამიანების ზომბირება და მე გირჩევდით, რომ ხუთი კითხვის ნაცვლად დაგესვათ შვიდი კითხვა.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, უმუშევრობის გადაწყვეტის საკითხი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას, ექსპორტ-იმპორტის საკითხს. ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან ამბობენ, ჩვენ გავხსნით საწარმოებს და შევქმნით სამუშაო ადგილებსო. ჩვენ გვაქვს, ჩემი აზრით, ძალიან სწორი დამოკიდებულება, როცა ვამბობთ, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს გლობალურად და არა თბილისის მერიის კომპეტენციის კონტექსტში. ასი საწარმო რომ გაიხსნას, მათ არაფერი გაეყიდებათ გასაღების ბაზრის გარეშე. შიდა ბაზარზეც ვერ შევთავაზებთ ამომრჩეველს ვერაფერს, რადგან შიდა ბაზარიც არის სავალალო მდგომარეობაში და კიტრი და პამიდორიც კი თურქეთიდან შემოდის.
”ეროვნული საბჭოს” პრიორიტეტი არის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და მიგვაჩნია, რომ რუსული ბაზრის დაბრუნება ეს არის გასაღების დიდი ბაზარი. თუ გაიხსნება სარკინიგზო, საჰაერო, სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთთან, ეს გამოიწვევს რუსეთთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. მაგალითად, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იქნება საერთო ეკონომიკური პროექტი და ეს იქნება პოლიტიკური პრობლემის მოგვარების უმნიშვნელოვანესი საკითხიც. ამის მაგალითად მინდა გაგახსენოთ ერგნეთის ბაზრობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა და ეს ბაზრობა ისე აახლოებდა ხალხს, რომ 2000 წელს თბილისი-ცხინვალის და ცხინვალი-ონის მიმართულებით ავტობუსიც კი დადიოდა.
დღეს საქართველო არის ეკონომიკურ იზოლაციაში. როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინო რუსული ბაზრიდან კი გამოდევნეს, მაგრამ ჩვენ ავიღეთ ჩინური ბაზარი, ეს არის ტყუილი.
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა ეს არის ის ძირითადი კონცეფცია, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ სამუშაო ადგილების შექმნასაც და ეკონომიკური აღმავლობის დაწყებასაც ქვეყნისათვის.
თქვენ ამბობთ, რომ უმუშევრობის გადაწყვეტა არ არის მერის კომპეტენცია, მაშინ ამ სტატუსიდან როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას?
პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ მათი ხედვის შესაბამისად. მე არ წარმომიდგენია, რომ მერის არჩევნები ტარდებოდეს მხოლოდ რაიმე კომუნალური ან საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად. ეს არჩევნები ჩემთვის და მთლიანად ”ეროვნული საბჭოსათვის” არის ნაბიჯი ცენტრალური ხელისუფლების შესაცვლელად. კარგად ვიცი, როგორ ასაქმებს მერია ადამიანებს. მიიყვანენ ავტობუსით ბიზნესმენთან და ეუბნენიან, დაასაქმეთ ეს ადამიანები, თორემ დედას გიტირებთო. იმავე გიგი უგულავას მერობისას შექმნილი დასაქმების პროგრამების დროს ადამიანები ერთმანეთს ჭყლეტდნენ ხოლმე და ერთი ქალბატონი დაიღუპა კიდევაც ამ დასაქმების პროგრამის რიგში დგომის დროს. შედეგად მივიღეთ ის, რომ არჩევნები მთავრდება და ეს დასაქმების პროგრამები წყდება.
2. გადავიდეთ მეორე საკითხზე. ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო. როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკტერული პროგრამა, რომლის განხორციელებასაც სჭირდება 150 მლნ ლარი. ეს არის ასტრონომიული თანხა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ყველა ნაკლებშემოსავლიანი პენსიონერისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სრული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზებას. ეს არის ე.წ ”ოქროს ბარათი”, რომელიც მოიცავს უფასო ჯანდაცვას, მედიკამენტს, სტომატოლოგიას, ექიმის მომსახურებას, სასწრაფოს გამოძახებას. ასეთი დაზღვევები აქვთ მინისტრებს, პარლამენტარებს, მაღალი თანამდებობის პირებს და, რაც ყველაზე გასაოცარია, ამ დაზღვევის ნაწილს ცენტრალური ბიუჯეტი იხდის. ჩვენ რეაბილიტაცია გვინდა გავუკეთოთ საზოგადოების იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად არის დაჩაგრული დღეს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ქმნიდნენ პროდუქტს, იყვნენ კულტურულ საქმიანობაში ჩართულები და მათ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებამ პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად უთხრა: თქვენ არ იცით ინგლისური, არ იცით კომპიუტერი, არ ფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს - თქვენ ხართ საბჭოთა პროდუქტი და თქვენ ჩვენ არ გვჭირდებით. ამიტომ ეს ადამიანები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. მაშინ, როცა პენსიონერის ოჯახის წევრს დასჭირდება წამალი და მათ ეს ექნებათ უფასო, ისინი მიხვდებიან, რომ ეს არის მათი ოჯახის უხუცესი წევრის დამსახურება და ეს გამოიწვევს ამ ადამიანების რეაბილიტაციას.
როგორ უნდა განისაზღვროს ვინ არის ნაკლებშემოსავლიანი? დღესაც არის სისტემა, რომლის მიხედვითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი ენიჭებათ მოქალაქეებს, მაგრამ ამბობენ, რომ ამ სისტემას აქვს ბევრი ხარვეზი. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხის გადაწყვეტას?
ამ ქვეყანაში არსებობს საარსებო მინიმუმი, რომელიც არის კონკრეტული თანხა თითო მოქალაქეზე და რომ გადავამრავლოდ ეს თანხა საშუალოდ 4 წევრიან ოჯახზე, გამოდის დაახლოებით 1200 ლარი. თუ ამაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ოჯახს, ის საჭიროებს დახმარებას გარედან. მათი ბრალი არ არის, რომ დაბალი შემოსავალი აქვთ. ადამიანები სამუშაოებიდან გამოყარეს, ბიზნესები წაართვეს, ძალიან ცუდი როლი ითამაშა სახელმწიფომ. ისეთი ოჯახები, რომლებიც საარსებო მინიმუმის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მიიღებენ დახმარებას. თბილისში ასეთი 100 ათასზე მეტი ოჯახია. ანუ იმ 150 მლნ ლარში შედის 120 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი.
ანუ თქვენ მოახერხებთ ამ ასტრონომიული თანხის გამოძებნას ?
დიახ, მოვახერხებთ, რადგან თბილისის ბიუჯეტი არის 750 მლნ ლარი და ეს არის 5-ჯერ უფრო ასტრონომიული თანხა.
3. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, როგორიც არის ქალაქის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და ა.შ.. როგორია თქვენი ხედვა - როგორ განვითარდება ამ მხრივ ქალაქი?
გზები არის სავალალო მდგომარეობაში. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ის პოლიტიკა, რომელიც გზებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს არჩეული. ათი მეტრით რომ გადახვიდეთ ცენტრალური გზიდან, ნახავთ, რომ ყველაფერი მიტოვებულია. მე ვნახე მუხიანში ე.წ ”დაჩების დასახლება”, სადაც წვიმიან ამინდში მიცვალებულს მიასვენებენ ურმით, ისეთ დღეშია იქ გზა. მერია ძალიან დიდ ფულს შოულობს იმაზე, რომ რვაჯერ გადააგებს ერთსა და იმავე გზას. კომუნისტების პერიოდიდან ყველამ ვიცოდით, რომ ისინი დიდ ფულს შოულობდნენ გზების დაგებაზე. დღეს ძალიან ბევრს იხდის თბილისის მოსახლეობა გზების დაგებაზე. 25 დოლარს იხდის ერთი კვადრატულის დაგებაზე. ამ თანხის მიუხედავად, გზები უხარისხოდ იგება, სტანდარტებს არ იცავენ და ამიტომ ხდება ეს. მერე მისი გადაგება ხდება თავიდან. ამაში იპარავენ ფულს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქალაქის ძირითად ნაწილში წყალი მოდის გრაფიკით და მოქალაქეები ფულს იხდიან სრულად. მერე ჩინოვნიკები ამბობენ, რომ გადახდა არ არის საათობრივი წყალმომარაგების მიხედვით, არამედ არის სულადობრივი. არსებობს გათვლა, რომ დღეში მოქალაქე ხარჯავს 800 ლიტრ წყალს და 5 საათშიც 800 ლიტრს ხარჯავს? ეს არის სრული უსამართლობა. ამიტომ მე ვაპირებ ამ ადამიანების უფლებების დაცვას და ჩვენ გვაქვს სარჩელი მომზადებული და შევიტანთ, რომ კეთილი ინებონ და ან გადასახადი შეამცირონ, ან იმის შესაბამისი იყოს, რა დროითაც მიეწოდებათ წყალი ამ ადამიანებს.
აქვე გკითხავთ: კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით რა გეგმები გაქვთ?
მე ძალიან მომწონს და მინდა, რომ დენი იყოს 5 თეთრად და გაზი იყოს 10 თეთრად და ა.შ. იმ რაღაც გაზის საცავების და მილების მშენებლობასაც მივესალმები, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელიც უკავშირდება ცენტრალური ხელისუფლების საკითხს და ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ენერგომარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეც შეიცვალოს, იქ არსებული სიტუაციაც შეიცვალოს და ტარიფმაც დაიკლოს. მაგრამ ტარიფები შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა გამოიჩენს ნებას და არჩევნებში მხარს დაუჭერს ოპოზიციას იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლებაც შეიცვალოს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამიტომ ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთხოვთ, რომ შემოგვიერთდნენ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნაში და მე ვაცხადებ, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მერია იქნება ის პოლიტიკური ცენტრი, სადაც დადგება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. გარდა იმისა, რომ კომუნალურ პრობლემებს მოვაგვარებთ, ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ მიღწეული იქნეს საქართველოში ვადამდელი არჩევნები.
4. რაც შეეხება ქალაქის იერსახის რეაბილიტაცის, ასევე ახალი მშენებლობების საკითხს, ხომ არ გაქვთ მცირედი მონახაზი მაინც, რას აპირებთ ამ მიმართულებით?
ჩემი მერობის პერიოდში მწვანეთმიანი ფრანგები და უცნაურწვერიანი იტალიელები ამ ქალაქში მილიონერები ვერ გახდებიან. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ღებულობს და ეს გადაწყვეტილება არის, მაგალითად, შუშის ხიდი ქალაქის ძველ უბანში, სადაც 100 ათასი მოწამე ეწამა, სადაც, საერთოდ, ქალაქი შეიქმნა. ამ შუშის ხიდს არქიტექტურული თვალსაზრისითაც ფასი არ გააჩნია და ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ეს ხიდი დაჯდა 70 მლნ ლარზე მეტი და ეს ხიდი თურმე უნდა გაანათოს 50 ათასმა ნათურამ. საინტერესოა, ვინ უნდა გადაიხადოს ამ ნათურების დანახარჯი და, საერთოდ, ეს იტალიელი არქიტექტორი და ფრანგი დიზაინერი რა უბედურებაა? ახლა ავლაბრის მეტროსთან არის კედელი გაკეთებული და მასზე არის მიწებებული ბალახი და ამის გაკეთებაში მწვანეთმიან ფრანგს გადაუხადეს 68 ათასი ევრო. ყველა ფრანგს და იტალიელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ ქალაქს ჰყავს ძალიან სერიოზული არიტექტორები და დიზაინერები და გაცილებით იაფად შეიძლება ქალაქის იერსახეზე ზრუნვა მათი დახმარებით, ვიდრე მოწვეული სპეციალისტებით. მე ვამბობ, რომ ქალაქის არქიტექტურული იერსახის განვითარება უნდა ხდებოდეს გენგეგმის მიხედვით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ როცა ქალაქის ხელისუფლება შეიცვლება, ქალაქის იერსახეც უნდა შეიცვალოს, ან ხელისუფლების ცვლასთან ერთად უნდა შეიცვალოს ქალაქის განვითარების კონცეფციები, ცდება. ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქალაქს თავისი კონსტიტუცია თავისი განვითარების მიხედვით არ უნდა ჰქონდეს? დღეს მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავასთან ერთად გამოივლის და იტყვის, აქ ეს უნდა აშენდესო, და შენდება და როგორც შენდება, კარგად ვხედავთ. გმირთა მოედანზე ჯერ ერთი შადრევანი დადგეს, მერე მეორე, მერე ჰოლანდიური ყვავილებით დაამშვენეს იქაურობა და მილიონები ჩაყარეს ამაში და მერე ბულდოზერით გადაუარეს ამ ყველაფრს და ესტაკადის მშენებლობა დაიწყეს.
ეს არ არის ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, არც მის განვითარებაზე კონცეპტუალური ფიქრი, მისი მდგრადობა. ქალაქს ექნება გენერალური გეგმა. თუ რომელიმე მერობის კანდიდატი გამოვა და იტყვის, როგორ წარმოუდგენია ქალაქის იერსახის კონკრეტული განვითარება, იტყუება. მე მაქვს კონკრეტული გეგმა ქალაქის არქიტექტორებთან ერთად. დღეს ვითომ არსებობს გენერალური გეგმა, მაგრამ ეს არის ტყული. გამოვლენ ხელისუფლების წარმომადგენლები და იტყვიან, აქ უნდა გაიაროს რკინიგზამ და მერე მათი კარის არქიტექტორები და დიზაინერები ამ გადაწყვეტილებებს ასრულებენ, ანუ ჯერ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მერე დიზაინერების და არქიტექტორების მხრიდან ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ”გაპრავება”. ჩვენი გეგმის მიხედვით, იქნება მერიასთან არსებული დიზაინერების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და ურბანისტების საბჭო და ეს საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ ქალაქის იერსახის განვითარება იყოს გენგეგმის შესაბამისი.
5. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და ეს არის ქალაქის ეკოლოგია. რამდენიმე ხნის წინ აქციები იმართებოდა რეკრეაციული ზონების გაუქმებასთან დაკავშირებით და კონსერვატიული პარტია აპროტესტებდა ამ საკითხს. რა სამუშაოს გეგმავთ ქალაქის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად?
ყველა ქალაქს აქვს თავისი სტანდარტი, ერთ სულ მოსახლეზე რამდენი მწვანე ნარგავი უნდა არსებობდეს, თბილისში კი ყველა სტანდარტზე 5-ჯერ ნაკლებია ეს მაჩვენებელი. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი აქ ყველაზე სავალალო მდგომარეობაა. როცა რეკრეაციული ზონების გაუქმებაზე დაიწყო საუბარი, ესეც კორუფციაა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მწვანე ნარგავების გადარჩენის ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, - წყნეთის ტყეებზე. გახსოვთ, რეებსაც ჰყვებოდა, - ახლა ჰექტრობით მიწებს ყიდის. იმ ფულით, რაც იმ ხიდის მშენებლობაში ჩაიდო, რამდენი პარკი შეიქმნებოდა, რამდენი ტყე განაშენიანდებოდა?! ამ ნარგავების გარეშე როგორ შეიძლება ქალაქმა იარსებოს. თბილისი დღეს პრაქტიკულად უდაბნო ქალაქია იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ბოლო დროს ხელისუფლება ეწევა.
6. და სპეციალურად თქვენთვის მე-6 კითხვაც: ”ბრძოლა დღესვე” - რისთვის უნდა ვიბრძოლოთ?
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს იმისათვის, რომ კომუნალური ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური საკითხები მოვაგვაროთ. თუკი გავჩერდებით და გულზე ხელს დავიკრეფთ და ვიტყვით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, აქ დაიწყება ყველაზე დიდი პრობლემები. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას აქტიურობისაკენ, მოვუწოდებთ 30 მაისს მოვიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნებისმიერი ნომერი, გარდა 5-იანისა. ვისაც მოსწონს ის ცხოვრება, რაც დღეს გვაქვს, მან შემოხაზოს, მაგრამ ვისაც არ მოსწონს, შემოხაზოს სხვა ნომერი. ნუ დაგეზარებათ ნახევარი კილომეტრის გავლა და ყუთში კონვერტის ჩაგდება.