ყაზახეთმა ყირგიზეთთან საზღვარი გახსნა

ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე სამმა საკონტროლო გამშვებმა პუნქტმა აღადგინა მუშაობა. ადამიანებისა და ტვირთის მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს. ყაზახეთს საზღვარი 7 აპრილიდან ჰქონდა ჩაკეტილი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.