ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ, სულ რაღაც ერთი თვის წინ თბილისში სტუმრად ყოფნისას ქართულ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უახლოესი სამი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 180 მილიონი ევროს გამოყოფას გულისხმობს. მემორანდუმის მიხედვით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს - დაწყებული ჰუმანიტარულით და ეროვნული უსაფრთხოებით დამთავრებული. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში იმედოვნებენ, რომ საქართველო შეძლებს ყველა წინააღმდეგობის დაძლევას და უახლოესი ორი ათეული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი გახდება.
ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეული წარმატებების შესაჯამებლად პარლამენტის კომიტეტთა გაერთიანებული სხდომის წინაშე გიორგი ბარამიძე წარდგა - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. თავის თითქმის ერთსაათიან გამოსვლაში მან ვრცლად ილაპარაკა ევროკავშირის როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და ასოცირების შეთანხმებაზე. გიორგი ბარამიძე შეეხო ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების მომზადებას.
„ვიზებთან დაკავშირებთი ეს პროცესი, ფაქტიურად, დასრულებულია და ამ წლის ბოლოდან სავიზო რეჟიმი იქნება გამარტივებული. ოფიციალურად დოკუმენტს ხელი მოეწერება ივლისში. ასე რომ, იმედი გვაქვს, დავიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ასოცირების შეთანხმების ნაწილი“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად რეკომენდაციები და წინადადებები ერთი წლის წინ მიიღო. გიორგი ბარამიძის თქმით, რეკომენდაციების სქემა კომპლექსურია და სცილდება უშუალოდ სატარიფო და სავაჭრო საკითხებს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე ჩამოთვლის იმ ოთხ ძირითად სფეროს, რომლებიც ევროკავშირმა გამოკვეთა: ინტელექტუალური საკუთრება, სურსათის უვნებლობა, კონკურენციის საკითხები და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში. რეკომენდაციების შესაბამისად შეიცვალა მთელი რიგი კანონებისა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და სტატისტიკის ახალი სამსახური - „საქსტატი“, თუმცა, თამარ კოვზირიძის თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელია.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ შეკრებაზე ისიც ითქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკითა და ჰუმანიტარული სფეროებით არ შემოიფარგლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების საკითხში:
„ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც ორივე კონფლიქტურ რეგიონში მოქმედებს, ეს არის ევროკავშირის დამკვირვებლები, მაგრამ ცხადია, რომ ეს საკმარისი არაა. ევროკავშირს აქვს სტრუქტურები, რომლებიც გამოიყენება კონფლიქტურ რეგიონებში. ეს არის სწრაფი რეაგირების კორპუსი და პოლიციური სტრუქტურები, რომელთა ადაპტაცია ქართულ სინამდვილესთან შესაძლებელია. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურისა, ევროპა მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში. ეს კი ნიშნავს ფორმატის ცვლილებას.“
კონფლიქტების მოგვარების პარალელურად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე სავარაუდო ვადასაც კი ასახელებს:
„ბუნებრივია, ეს პროცესი არის საკმაოდ გრძელვადიანი და ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული: როდესაც ლაპარაკია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არის სადღაც 10-15 წლის პერსპექტივა.“
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილიც. ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე ამბობს:
„მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ხოლო თურქეთი გვევლინება კანდიდატ სახელმწიფოდ, ევროკავშირი შავ ზღვას მიიჩნევს რეგიონალურ, შიდა ზღვად. ამიტომ გეოგრაფიული ფაქტორი დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. მთავარია იმ სტანდარტების შესრულება, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს.“