რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა vs. გამოხატვის თავისუფლება

ჩვენი დღევანდელი პროგრამა რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების თემის გარშემო იტრიალებს. მთელი განვლილი კვირის მანძილზე სწორედ ეს თემა დომინირებდა როგორც საქართველოს მასმედიაში, ისე ჩვენს პროგრამებში და თქვენს გამოხმაურებებშიც. ყველაფერი ეს კი მოჰყვა 8 მაისის ინციდენტს, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიაში“ მოხდა.