ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელშიც 38 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდნენ. ოფიციალური პირების ცნობით, თვითმფრინავი კუნდუზის პროვინციიდან ქაბულში მიფრინავდა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება - თუმცა შიშობენ, რომ თვითმფრინავში მყოფი პირებიდან არავინ გადარჩენილა. ოფიციალური პირების თქმით, მგზავრებს შორის უცხოელებიც იყვნენ. შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედროთა წარმომადგენლის ცნობით, საერთაშორისო ძალებმა სამაშველო სამუშაოების დასახმარებლად უკვე გაგზავნეს თვითმფრინავი.