დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვასილ მაღლაფერიძე. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და მისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. ხვალ, 18 მაისს, საღამოს ვასილ მაღლაფერიძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.