თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეობის მეთერთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ამერიკაზე ცოდნას საქართველოს მეცნიერები ერთმანეთს ისეთი თემების განხილვით უზიარებენ, როგორიცაა ამერიკული მასკულტურა, ლიტერატურის თავისებურებანი, პოლიტიკა თუ ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა. ამერიკის შესახებ ოცდაათამდე მთავარ თემაზე სამი დღის განმავლობაში ასზე მეტი მეცნიერი ისაუბრებს.
ამერიკელი პრეზიდენტების სურათები უნივერსიტეტის კედლებზე, დიდ აუდიტორიებში ამერიკელი პროფესორების საუბარი სექსსა და თავისუფლებაზე, მცირე ჯგუფებში მოხსენებები თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკური მოწყობა, მწერლობა - მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება ქვეყნის შესაცნობად გამოდგეს. ჩვენ, კონფერენციის დაბეჭდილი პროგრამით შეიარაღებულებმა, მრავალი კარი შევაღეთ. აი, მაგალითად, ამ ოთახში რამდენიმე მეცნიერი ამერიკულ ღირებულებებზე საუბრობს. მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ მეცნიერებს ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელზა ლომიძე ამერიკის სიმბოლოებზე ელაპარაკება:
„თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ფულს, ლარი პატარაა, ხუთლარიანი - მოზრდილი, ორმოცდაათიანი კი - უფრო დიდი და ყველა ქვეყანაში ასეა. ვალუტის ღირებულება მისი მასშტაბებით განისაზღვრება. ამერიკელებმა კი თქვეს, არა, ჩვენი ერთი დოლარი ასი დოლარის თანაბარიაო. და ყველა კუპიურას ერთი ფორმა აქვს. ანუ ამით პატივისცემა ერთი დოლარის მიმართ არაფრით ჩამოუვარდება პატივისცემას ასდოლარიანის მიმართ.“
იმ დროს, როცა ელზა ლომიძე სიმბოლოებით ამერიკული თანაბარუფლებიანობის ახსნას ცდილობს, უნივერსიტეტის სხვა ოთახებსა თუ აუდიტორიებში განიხილავენ თემებს, როგორიცაა ფიქცია და სინამდვილე ამერიკულ ლიტერატურაში, ამერიკული ხელოვნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფინანსური კრიზისი და ამერიკა, დემოკრატიის ტრანსფორმაცია, ადამიანურ ღირებულებათა მრავალფეროვნება. ასეთი თემები 150-მდეა. ჩვენი შემდეგი სამიზნე ამერიკული არქიტექტურის თავისებურებებია. თემა, რა თქმა უნდა, ვრცელია, თუმცა ოთახში მაშინ შევდივართ, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი ვალერი მჭედლიშვილი ამერიკული დიზაინის თავისებურებებს ამერიკული ხასიათის ახსნით ცდილობს:
„მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა. ეს კი იქიდან მოდის, რომ მათი წინაპრები, ძირითადად, მოგზაურები, ემიგრანტები და გადმოსახლებულები იყვნენ. საგულისხმოა, რომ სწორედ ამის გამო უყვართ ამერიკელებს არა მარტო ინტერიერების, არამედ საცხოვრებელი ადგილების ხშირად შეცვლა.“
ამერიკული ღირებულებების მრავალფეროვნებაზე რომ მოგვესმინა, ადგილის შეცვლა ჩვენც მოგვიხდა. კონფერენციის რუკით შეიარაღებულნი, შემდეგი მიზნისკენ მივდივართ. მცირე ზომის ოთახის კარს მიღმა ხუთი ქართველი მომხსენებელი ერთმანეთს დემოკრატიაზე, ამერიკულ ოცნებასა და ამ ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებზე ესაუბრება. რა არის დემოკრატია? დემურ ჯალაღონია, უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს:
„თვითონ ეს ტერმინი, დემოკრატია, დღესაც სადავო ტერმინად მიიჩნევა და განსაზღვრება არის უამრავი - ზოგი ამბობს, ოთხასიო, ზოგიც - ექვსასიო. მე ამოვიწერე სიტყვები რობერტ დალისა, ცნობილი მკვლევარის, რომელიც დემოკრატიას ყველასათვის ღია შეჯიბრს უწოდებს.“
სანამ მეცნიერები ოთახებში ამ თემების განხილვას მეცნიერული სერიოზულობით დაიწყებდნენ, ისინი ფიზიკის უზარმაზარ აუდიტორიაში თორმეტი წიგნის ავტორს, ამერიკელ ამერიკული კვლევების პროფესორს და ყოფილ დიპლომატს, მაიკლ როკლანდს უსმენდნენ. თავისუფალი სტილით ჩაცმული, ელვის პრესლის სურათით ჰალსტუხზე, როკლანდი მასკულტურის უვარგისობაზე, გავლენებზე, თავის წიგნებზე, სექსსა და რისკზე საუბრობდა.