”რასპადსკაიას” მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

რუსეთის კემეროვოს ოლქში, ”რასპადსკაიას” მაღაროში 9 მაისს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვმა 66-ს მიაღწია. მაღაროში კიდევ ექვსი დაღუპულის ცხედარი იპოვნეს. დაუდგენელი რჩება კიდევ 24 მაღაროელის ბედი. თუმცა, ადგილზე გაზის მაღალი კონცეტნრაციის გამო საჭირო გახდა სამაშველო სამუშაოს შეჩერება. კემეროვოს ოლქში 15 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.