მაკედონიისა და კოსოვოს საზღვარზე ოთხი ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა მაკედონიის სასაზღვრო პოლიციისა და დაუდგენელ ჯგუფს შორის მომხდარი სროლის შედეგად სასაზღვრო მონაკვეთზე. მაკდონიის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულები კოსოვოდან იარაღის არალეგალურად გადატანას ცდილობდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას. ავტომობილში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.