თადარიგის მაღალი ჩინის სამხედრო პირებმა ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისათვის აუცილებელი პროცედურები ჯერ მხოლოდ სასტარტო სტადიაშია - მათ შორის, კონსულტაციისა და თანამოაზრეებთან შეთანხმების საგანია ორგანიზაციის დასახელება, ამოცანები, გეგმები, მიზნები და მათი რეალიზაციის გზები. სავარაუდოდ, 10 დღეში ორგანიზაცია კონკრეტულ საკითხებზე შეჯერდება, მანამდე კი საინიციატივო ჯგუფი მოძრაობის მთავარ მიზნად ვეტერანთა უფლებების დაცვას ასახელებს.
ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობა ოთხი მთავარი მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. ეს მიმართულებებია: ვეტერანთა უფლებები და მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან არათანაბარი მიდგომების მოშლა, არჩევნების მხარდაჭერა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება და საზოგადოებრივი აქტიურობა.
”ისევე როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ყველა ადამიანი, ჩვენც ვეძებთ პასუხს შეკითხვაზე, როგორ და რა ფორმით შევიტანოთ წვლილი საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაში”,-ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც განმარტებულია, რა გახდა ვეტერანთა მოძრაობის აღდგენის ძირითადი მიზეზები.
განმარტების თანახმად კი, ეს მიზეზებია: სამხედრო აღმშენებლობაში გაუმართლებელი ექსპერიმენტები და საკადრო გადაწყვეტილებები, უსამართლო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება 1992-93 წლების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და დევნილთა მიმართ, ფაშიზმთან ომისა თუ ახალი საქართველოს არმიის ვეტერანთა ნაწილის დავიწყება და სხვა. თადარიგის გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი ორგანიზაციის შექმნის გარემოებათა შორის ასახელებს ტელეკომპანია ”იმედის” 13 მარტის ”ქრონიკასაც”:
”აღმაშფოთებელი იყო 2010 წლის ტელეკომპანია ”იმედის” ” იმიტირებულ ქრონიკაში ” ხელისუფლების ხედვით ნაჩვენები რუსეთის აგრესიის დროს მოვლენათა განვითარების სცენარი, როდესაც ქართული ჯარი არ უწევს წინააღმდეგობას აგრესორს. უფრო მეტიც, რიგი სამხედრო ნაწილებისა გადადის მტრის მხარეზე, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა რჩება დაუცველი. საზოგადოება მოიცვა უნდობლობამ, გულგრილობამ, იმედგაცრუებამ და მომავლის შიშმა. ყოველდღიურად ილახება ადამიანის ღირსება.”
ვეტერანთა და თანამოაზრეთა მოძრაობა 1994-95 წლებში არსებობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, თადარიგის გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი აღნიშნავს, მოძრაობის აქტივობის შენელება სოციალურ სიდუხჭირესა, საზოგადოების პოლიტიზებასა თუ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობა თავად ყოფილი მებრძოლების გადაწყვეტილებამაც, განზე გამდგარიყვნენ და ვარდების რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებისთვის სეპარატისტულ რეგიონებთან დიალოგის პროცესისათვის ხელი არ შეეშალათ. ვითარება კი, რომელიც, ვეტერანთა შეფასებით, დღეს არსებობს, უფლებადამცავი საქმიანობის გააქტიურების გარდა, ყოფილი მებრძოლებისგან საქართველოს შეიარაღებული ძალების მონიტორინგისა თუ ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლო საფრთხეების განეიტრალების მიმართულებით მუშაობასაც მოითხოვს.
”მოდით, საფრთხეების განეიტრალებაზე გეტყვით: ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების ანალიზი, შეფასება, შეცდომების აღმოჩენა. დღევანდელ ჩვენს სამხედრო ელიტას სამხედრო-პოლიტიკური ცოდნა, სტრატეგიული და ოპერატიულ-სტრატეგიული ცოდნა არ გააჩნია. საინიციატივო ჯგუფი იწყებს მოძრაობის აღდგენას”, ამბობს გია ყარყარაშვილი
საინიციატივო ჯგუფში შედის თადარიგის 11 გენერალი, პოლკოვნიკი და მაიორი. მათ რიგებში არიან ისინიც, ვინც შეიარაღებული ძალებიდან რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაითხოვეს. საინიციატივო ჯგუფის წევრია უფლებადამცველი, ყოფილი სამხედრო ომბუდსმენი ნოდარ ეფრემიძეც.
”ქვეყანაში ხორციელდება ტოტალური უფლებათდარღვევა სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ხდება ჯარის დისკრედიტაცია - უამრავი კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურე იქნა დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან. ამიტომ ჩვენ ვქმნით ერთ დიდ გაერთიანებას, რომლის მიზანიც იქნება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და ასევე კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება”, - ამბობს ყოფილი სამხედრო ომბუდსმენი ნოდარ ეფრემიძე.
რესპუბლიკელი ირაკლი ბათიაშვილი კი ვარაუდობს, რომ ვეტერანთა და თანამოაზრეთა ორგანიზაცია უახლოეს მომავალში საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ფაქტორი გახდება:
”ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ვეტერანთა მოძრაობა, მე თვითონ ვარ ომის ვეტერანი და, ბუნებრივია, რომ აქ არიან ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები, თანამოაზრეები და, მე მგონი, რომ ეს ყველა მოქალაქისთვის მისასალმებელი ინიციატივა უნდა იყოს.”
ირაკლი ბათიაშვილის ვეტერანთა მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის გამოჩენამ, მეორე მხრივ კი, ორგანიზაციის გეგმებს შორის არჩევნების მხარდაჭერის დეკლარირებამ, ლოგიკურად გააჩინა კითხვაც, რა პოზიციას დაიკავებს მოძრაობა 30 მაისს. ამ შეკითხვის პასუხად ითქვა, რომ მოძრაობა არჩევნებამდე ჩამოყალიბებასაც კი ვერ მოასწრებს, ანუ 30 მაისს მისი წევრები გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებენ.